შინაარსზე გადასვლა

ჩრდილოეთი ნიქოზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჩრდილოეთი ნიქოზია
თურქ. Kuzey Lefkoşa
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 35°11′24″ ჩ. გ. 33°21′49″ ა. გ. / 35.19000° ჩ. გ. 33.36361° ა. გ. / 35.19000; 33.36361
ფართობი 92800000 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 148 მეტრი
მოსახლეობა 61 378 (2011)
საფოსტო ინდექსი 96401
ოფიციალური საიტი http://www.lefkosaturkbelediyesi.org
ქვეყანა (დე ფაქტო) ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშა ჩრდილოეთი კვიპროსი
ჩრდილოეთი ნიქოზია — კვიპროსი
ჩრდილოეთი ნიქოზია

ჩრდილოეთი ნიქოზია (თურქ. Kuzey Lefkoşa; ბერძ. Βόρεια Λευκωσία) — ჩრდილოეთ კვიპროსის უდიდესი დასახლება და დე ფაქტო დედაქალაქი. იგი წარმოადგენს გაყოფილი ქალაქის, ნიქოზიის ჩრდილოეთ ნაწილს და მას ნიქოზიის თურქული მუნიციპალიტეტი მართავს. 2011 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ ნიქოზიის მოსახლეობა 61 378 ადამიანს შეადგენდა, ხოლო მის მეტროპოლიტენურ არეალში 82 539 ადამიანი ცხოვრობდა.

ქალაქი ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია, სადაც მრავალი მაღაზია, რესტორანი და სავაჭრო ცენტრია განთავსებული. იგი მოიცავს ისტორიულ, გალავანშემორტყმულ ძველ ქალაქს, რომლის გულსაც სარაიონუს მოედანი წარმოადგენს, და თანამედროვე მეტროპოლიტენურ არეალს, რომლის ბიზნესისა და გართობის ცენტრი დერებოიუს რაიონია. ქალაქმა, რომელიც კეთილდღეობის მაღალი დონით ხასიათდება, XXI საუკუნეში დიდი ურბანული ზრდა და განვითარება განიცადა, რაც ახალი მაგისტრალებისა და ცათამბჯენების მშენებლობასაც მოიცავს. იგი მასპინძლობს ტურისტების მნიშვნელოვან რაოდენობასა და მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, მათ შორის თეატრისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებს. 34 000-ზე მეტი სტუდენტით ჩრდილოეთ ნიქოზია განათლებისა და კვლევის მნიშვნელოვანი ცენტრია; აქ განთავსებულია ოთხი უნივერსიტეტი, რომელთა შორისაც უდიდესია ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტი.

1960-იანი წლების თემთაშორისი ძალადობის შემდეგ, კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქი 1963 წელს გაიყო კუნძულის ბერძნულ (სამხრეთით) და თურქულ (ჩრდილოეთით) თემებს შორის.[1][2] 1974 წელს საბერძნეთის სამხედრო ხუნტის მიერ ორგანიზებულმა გადატრიალებამ, რომლის მიზანიც კუნძულის საბერძნეთთან გაერთიანება იყო, კვიპროსში თურქეთის შეჭრა გამოიწვია; მას შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩრდილოეთ ნიქოზიას თურქული ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიად მიიჩნევს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cyprus. Lcweb2.loc.gov (1967-11-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 March 2013. ციტირების თარიღი: 2013-03-26
  2. indley, Dan. Promoting peace with information: transparency as a tool of security regimes (2007) Princeton University Press, p.87