ჩრდილოეთი მარკა
იერსახე

ჩრდილოეთი მარკა ან ჩრდილოეთ საქსონიის მარკა (გერმ. Nordmark) — სასაზღვრო მარკა (მარკსაგრაფო), რომელიც 936 წელს დააარსა ჰაინრიხ I ფრინველმჭერმა ვენდების შემოსევებისგან საქსონიის საჰერცოგოს დასაცავად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოქმნილი მარკის (მას ეწოდებოდა აღმოსავლეთი) პირველ მმართველად მეფემ დანიშნა ზიგფრიდ მერზებურგელი (გ. 937 წლის 10 ივლისს), რომელიც ატარებდა „ლეგატის“ ტიტულს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჰაინრიხ I ფრინველმჭერმა მარკგრაფად დანიშნა ზიგფრიდის ძმა, გერო (დაახ. 900 — 965 20 მაისი). გერო, მარკგრაფ ჰერმან ბილუნგთან ერთად, იმპერატორ ოტო I დიდის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო აღმოსავლეთ გერმანიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lieselott Enders: Altmark, Nordmark und die Elbe. Werden einer historischen Region. In: Aedificatio terrae: Beiträge zur Umwelt- und Siedlungsarchäologie Mitteleuropas. Festschrift für Eike Gringmuth-Dallmer zum 65. Geburtstag, hrsg. von Gerson H. Jeute, 2007
- Johannes Schultze: Nordmark und Altmark, 1957 (nachgedruckt in: Forschungen zur brandenburgischen und preußischen Geschichte, 1964)
- Lutz Partenheimer: Die Entstehung der Mark Brandenburg. Mit einem lateinisch-deutschen Quellenanhang. 1. und 2. Auflage, Köln/Weimar/Wien 2007