ჩრდილოეთის რეგიონი (განა)
| რეგიონი | |
|---|---|
|
ჩრდილოეთის რეგიონი ინგლ. Northern Region | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Tamale |
| შიდა დაყოფა | Gushegu Municipal District, Kpandai District, Karaga District, Kumbungu District, Mion District, Nanton District, Nanumba North Municipal District, Nanumba South District, Saboba District, Sagnarigu Municipal District, Savelugu Municipal District, Tamale Metropolitan District, Tatale-Sangule District, Tolon District, Yendi Municipal, Zabzugu District და Zabzugu-Tatale District |
| კოორდინატები | 9°30′00″ ჩ. გ. 1°00′00″ დ. გ. / 9.50000° ჩ. გ. 1.00000° დ. გ. |
| ფართობი | 26 524 კმ² |
| მოსახლეობა | 2 310 939[1] კაცი (2021) |
| სიმჭიდროვე | 87,13 კაცი/კმ² |
|
| |
ჩრდილოეთის რეგიონი (ინგლ. Northern Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ტამალე.
ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონს, სამხრეთიდან ოტის რეგიონს, დასავლეთიდან სავანის რეგიონს, აღმოსავლეთიდან ტოგოს.
1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის ჩრდილოეთის ტერიტორია გახდა ჩრდილოეთის რეგიონი. 1959 წელს ჩრდილოეთის რეგიონს გამოეყო ზემო რეგიონი. იმავე წელს ზემო და ჩრდილოეთის რეგიონების შემადგენლობაში შევიდა ყოფილი კოლონია ბრიტანული ტოგოლენდის ჩრდილოეთი რაიონები.

2018 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რის შემდეგაც ბრონგ-აჰაფოს რეგიონი გაიყო ბონოს, აღმოსავლეთ ბონოს და აჰაფოს რეგიონებად, ჩრდილოეთის რეგიონიდან გამოიყო ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სავანის რეგიონები, ვოლტის რეგიონიდან — ოტის რეგიონი, დასავლეთის რეგიონიდან — ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი. ახალი რეგიონების შექმნა გახდა 2016 წლის 7 დეკემბრის განის საყოველთაო არჩევნებამდე ახალი პატრიოტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულება, რომელზეც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის ლიდერი ნანა აკუფო-ადო გახდა პრეზიდენტი. ახალმა პრეზიდენტმა შექმნა რეგიონების რეორგანიზაციისა და განვითარების სამინისტრო. ახალი რეგიონები შეიქმნა 2019 წლის 13 თებერვალს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Citypopulation Ghana 2021
- ↑ Akufo-Addo presents Constitutional Instrument to delegations from Ahafo & Bono East Region. GhanaWeb (2019-02-14). ციტირების თარიღი: 2019-10-21