ჩრდილოარაბული დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩრდილოარაბული დამწერლობა — ჩრდილოეთ და ცენტრალურ არაბეთში (თანამედროვე საუდის არაბეთი, იორდანია, სირია) ძვ. წ. VIII საუკუნიდან VI წლამდე გამოყენებული კონსონანტური დამწერლობა. შეიცავდა 29 ასო–სინშანს. ჩრდილოარაბული დამწერლობა ახლოს ენათესავება სამხრეთარაბულ დამწერლობას და კავშირი არ აქვს თანამედროვე არაბულ შრიფტთან. სამხრეთარაბულთან ერთად მიეკუთვნება სემიტური დამწერლობების სამხრეთულ შტოს.

ასო–ნიშნები არაერთსახოვანია. ხშირად ხდება სხვადასხვა ფონემის გადმოსაცემად იდენტური ნიშნის გამოყენება. წერის მიმართულებაც არაა ერთიანი და განსაზღვრული: გვხვდება როგორც ბუსტროფედონის წესით შესრულებული წარწერები, ისე მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულებით დაწერილი ტექსტები. სიტყვებს გამოყოფს სპეციალური სიტყვათშორისი შტრიხი, თუმცა ხშირად მისი ადგილი გამოტოვებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • M. C. A. Macdonald: Ancient North Arabian. In: Roger D. Woodard (Hrsg.): The Cambridge Encyclopedia of the World's Ancient Languages. Cambridge University Press, Cambridge u. a. 2004, ISBN 0-521-56256-2, გვ. 488-533

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]