ჩო ჩუი

ჩო ჩუი (ჩინ. 周子瑜 (Zhōu Zǐyú); დაბ. 14 ივნისი, 1999) — ცნობილი როგორც ჩუი (კორ. 쯔위), ტაივანელი მომღერალი, სამხრეთ კორეაში. არის სამხრეთკორეული გოგონათა ჯგუფის, Twice-ის წევრი, შექმნილი კომპანია JYP Entertainment-ის მიერ, 2015 წელს. ჩუიმ საკუთარი სადებიუტო EP, "Aboutzu", 2024 წლის 6 სექტემბერს გამოუშვა. წამყვანი სინგლი, "Run Away", გახდა მისი პირველი ნომერ პირველი სინგლი Billboard Taiwan Songs ჩარტში.
ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება და სადებიუტო აქტივობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩუი დაიბადა 1999 წლის 14 ივნისს ტაივანში, ტაინანის აღმოსავლეთ რაიონში. მან ცეკვა ადრეული ასაკიდან დაიწყო და ვარჯიშობდა ცეკვის აკადემიაში. 2012 წელს, ჩუი Muse Performing Arts Workshop-ის სკაუტებმა აღმოაჩინეს ტაინანში. 2012 წლის ნოემბერში კი გადავიდა სამხრეთ კორეაში, ტრენინგის დასაწყებად. 2015 წელს ჩუი მონაწილეობას იღებდა სამხრეთკორეულ რეალითი შოუში, სახელად Sixteen, შექმნილი JYP Entertainment-ისა და Mnet-ის მიერ. როგორც ცხრა წარმატებული მონაწილედან ერთ-ერთი, შეუერთდა ჯგუფ Twice-ს.
2015–დან დღემდე: Twice და სოლო დებიუტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის ოქტომბერში ჩუი ოფიციალურად დადებიუტდა როგორც Twice-ის წევრი, მათი პირველი EP-ის, "The Story Begins" გამოშვებით. წამყვანი სინგლი "Like Ooh-Ahh" იყო პირველი K-pop სადებიუტო სიმღერა, რომელმაც მიაღწია 100 მილიონ ნახვას YouTube-ზე. მას შემდეგ ჩუი მუშაობდა წამყვანად, სამხრეთ კორეის მრავალ მუსიკალურ სატელევიზიო შოუში. როგორც სოლისტმა, გოგონამ გამოუშვა ტეილორ სვიფტის "Me!"-ს და ავა მაქსის "Christmas Without You"-ს ქავერები, როგორც Melody Project სერიის ნაწილი.
2024 წლის 2 აგვისტოს, JYP Entertainment-მა გამოაცხადა, რომ ჩუი სოლო დებიუტს 6 სექტემბერს შეასრულებდა, სადებიუტო EP-ის, "Aboutzu", გამოშვებით.
პირადი ცხოვრება === 2016 წელს ჩუიმ ჩააბარა გამოცდა Tainan Municipal Fusing Junior High School-ში საშუალო სკოლის განათლების დასადასტურებლად. სწავლობდა სამხრეთ კორეის Hanlim Multi Art School-ში და სწავლა 2019 წლის თებერვალში, თანაჯგუფელ ჩეიონგთან ერთად დაამთავრა.
2024 წელს ჩუიმ გამოაცხადა, რომ გამოყენებით ფსიქოლოგიაში მიიღო მაგისტრის ხარისხი, ესპანეთის მიგელ დე სერვანტესის ევროპულ უნივერსიტეტში. მან განმარტა, რომ სწავლობდა ონლაინ, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან Twice-ის საქმიანობა დროებით, პანდემია COVID-19-ის გამო შენელებული იყო.
ტაივანის დროშის სკანდალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის ნოემბერში, ჩუი ჯგუფის თანამოაზრეებთან, სანასთან, მომოსთან და მინასთან ერთად გამოჩნდა კორეულ შოუში, My Little Television. მან თავი ტაივანელად წარადგინა და სამხრეთ კორეასთან ერთად ჩინეთის რესპუბლიკის (ტაივანის) დროშა ეჭირა. ჩინელი ინტერნეტის მომხმარებლები უარყოფითად რეაგირებდნენ ჩუის ამ ჟესტზე, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური განხეთქილების გამო. მალევე, Twice აკრძალეს ჩინურ ტელევიზიაში. იმავდროულად, მისმა სააგენტომ, JYP Entertainment-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩუი ბოდიშს იხდის.
ჩუის ბოდიშმა ტაივანის საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია არჩევნების დღეს. ინციდენტმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, რადგან ითვლებოდა, რომ მან გავლენა მოახდინა 2016 წლის ტაივანის საყოველთაო არჩევნებზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩუის ვიდეომ გავლენა მოახდინა დაახლოებით 1,34 მილიონი ახალგაზრდა ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Everything to Know About K-Pop Group Twice
- 18 fun facts about birthday girl Tzuyu
- Who Is Tzuyu? TWICE's Maknae Will Blow Your Mind With Her Talent
- Who is the 16-year-old girl at the centre of a political storm ahead of Taiwan's presidential poll?
- Tzuyu of Twice: beautiful, youngest band member wants to be known for more than just her good looks