ჩო მინ-ჰო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩო მინ-ჰო
Cho Min-hopregame.jpg
პოზიციათავდამსხმელი
სიმაღლე175
წონა83
მოქალაქეობა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
დაბ. თარიღი4 იანვარი 1987
სეული, სამხრეთი კორეა
დარტყმამარჯვენა
კარიერადღემდე

ჩო მინ-ჰო (კორ. 조민호; 4 იანვარი 1987, სეული, სამხრეთი კორეა) — პროფესიონალი სამხრეთ კორეელი ჰოკეისტი. თავდამსხმელი აზიის ჰოკეის ლიგის კლუბში „ანიან ჰალა“ და სამხრეთ კორეის ყინულის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკეისტის კარიერა ჩო მინჰომ 2003 წელს სასწავლო დაწესებულების „კუნგი ჰაის“ გუნდში დაიწყო. მაშივნე ჰქონდა დებიუტი ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატზე ყინულის ჰოკეიში სამხრეთ კორეის ნაკრებში, 2004 წელს ასევე იტამაშა ტურნირში მისი სახელით. 2004 წლიდან 2008 წლის ჩათვლით სამხრეთ კორეის სტუდენტურ ჩემპიონატში გამოვიდა კორიოს უნივერსიტეტის გუნდთან ერთად. 2008 წელს ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე ყინულის ჰოკეიში (ამ შეჯიბრის პირველ დევიზიონზე) კორეის რესპუბლიკის ეროვნული ნაკრებისთვის. გაითამაშა 5 ბურთი, ააგროვა 4 ქულა — 3 დამატებული 1, სისტემით პასი გოლი. 2008 წელს მოაწერა კონტრაქტს ხელი აზიური ლიგის კლუბთან „ანიან ჰალა“, მაგრამ სეზონზე 2008/09 ერთი თამაშიც არ უთამაშია.

მოთამაშეს დებიუტი ანიან ჰალაში მხოლოდ შემდეგ სეზონზე შედგა.რეგულარულ სეზონში მოთამაშემ 36 მატჩის განმავლობაში შეაგდო 14 გოლი და აღინიშნა 30 საგოლე გადაცემით, პლეი-ოფში კი 9 ბურთიდან 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიიწერა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა მათ გამარჯვებაში[1]. მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთკორეული გუნდისთვის ითამაშა 5 ბურთი, ერთი გოლის და ერთი საგოლე პასის აღნიშნით.

გუნდის შემადგენლობაში ყოფნისას ჩემპიონის ტიტულის სახელი მომავალ სეზონშიც შეძლო. გაითამაშა 36 ბურთი რეგულარულ სეზონში და 4 პლეი-ოფში, საშუალო ოდენობით ჰოკეისტმა 48 ქულა დააგროვა. საერთაშორისო დონეზე ეროვნული ნაკრებისთვის ჩო მინჰომ 4 მატჩი ითამაშა.

2011/2012 სეზონზე რეგულარულ ტურნირზე გაატარა 29 თამაში, 14 ჯერ მიაღწია მოწინააღმდეგეს კარამდე და 13-ჯერ უწევდა ასისტირებას თანაგუნდელებს მოწინააღმდეგეს კარის ხელში ჩაგდებისთვის. პლეი-ოფში ითამაშა 5 მატჩი, შეაგდო 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დევიზიონში 2012 წელს ითამაშა 5 თამაში, გადასცა 1 საგოლე გადაცემა. 2012/13 სეზონისთვის რეგულარულ შეჯიმბრებაში 33 მატჩში ააგროვა 40 ქულა, პლეი-ოფში სამ თამაშში კიდევ 3 აქტივობა ჩაინიშნა. ჩაატარა 5 თამაში სამხრეთ კორეული ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატ 2013-ის დევიზიონში, ასევე ითამაშა 3 თამაში ოლიმპიური თამაშების კლასიფიკაციისთვის.

2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ჩო მინჰო სეულის კლუბი „თემიონ-სანმუსთვის“ თამაშობდა სამხედრო სამსახურის მოხდის მიზნით[2]. 2013/14 სეზონზე რეგულარულ პირველობაზე 40 თამაშში 56 ქულა ააგროვა, პლეი-ოფისას სამ თამაშში 1-ის შეგდება შეძლო.2014/15 სეზონზე გამოვიდა როგორც გუნდის კაპიტანი, სეზონზე ითამაშა 38 თამაში, 13 გოლის შეგდება და 44 საგოლე გადაცემის განხორციელება შეძლო, რეგულარული შედეგების მიხედვით გუნდი პლეი-ოფში ვერ მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონატებზე 2014 და 2015 წლებში ჩაატარა 5 მატჩი, 2 და 5 ქულის დაგროვებით შესაბამისად.

2015 წელს დაბრუნდა „იანან ჰალაში“, რეგულარულ სეზონში 2015/16 48 მატჩში 12 გოლი გაიტანა და გადასცა 48 საგოლე პასი, პლეი-ოფში ოთხჯერ შევიდა შეტევაში და ორჯერ დაეხმარა თანაგუნდელებს აეღოთ მოწინააღმდეგეს კარი. სეზონის შედეგების მიხედვით გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა, რაც მინჰო აზიის ლიგის სამიგზის ჩემპიონი გახადა. ჰოკეისტმა ასევე ითამაშა 5 თამაში მსოფლიო ჩემპიონატში 2016 წელს, თავის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემის ჩაწერით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]