ჩოხოსნები - 1973

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემბლემა

საქართველოს წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი „ჩოხოსნები - 1973“ (შემოკლებით ჩოხოსნები - 1973) — ქართული არაპოლიტიკური საზოგადოებრივი გაერთიანება.

შესავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოხოსნობის ინსტიტუტი გულისხმობს ქართველი ერის ზნეობრივი, ისტორიული და კულტურული ფასეულობების დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საქმიანობას. თუმცა საბჭოთა პერიოდში უფრო პროტესტის ხასიათს ატარებდა. მაგალითად, 1921 წელს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისადი პროტესტის ნიშნად ოთხმა ახალგაზრდა ინტელიგენტმა შავი ჩოხა–ახალუხი ჩაიცვა გლოვის ნიშნად. ესენი იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი. ასევე, საბჭოთა რეჟიმისადმი პროტესტმა განაპირობა "ჩოხოსნები - 1973"-ის ჩამოყალიბება.

დღეისთვის საქართველოში, გარდა საქართველოს წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი «ჩოხოსნები - 1973»-სა არსებობს კიდევ, უკვე ქვეყნის მიერ დამოუკიდებელობის მიღების შემდეგ შექმნილი ორი საზოგადოება: "სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება" – თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ჩამოყალიბდა 2006 წელს "საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების" (შეიქმნა 1999 წელს) ბაზაზე. "სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი" – თავმჯდომარე, კინომცოდნე, პროფ. გიორგი დოლიძე. ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა 2006 წლის 23 იანვარს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საღამოს ფაკულტეტის სტუდენტები ამაოდ ცდილობდნენ დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 900 წლისთავი აღენიშნათ. დეკანატმა ისტორიის ფაკულტეტის საღამოს სწავლების სტუდენტებს საქართველოს დიდი მეფისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის გაფორმების უფლებაც კი არ მისცა, რადგანაც ასეთი ქმედება (არარუსი მეფეები არ იყვნენ პატივში) არ ჯდებოდა საბჭოთა იდეოლოგიის ჩარჩოებში. პროტესტის ნიშნად დაიბადა იდეა – ყოველ 8 თებერვალს ჩოხებში გამოწყობილ მეგობრებს ერთად ეზეიმათ დავით აღმაშენებლის ზეობის დღე.[1][2]


საქართველოს წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი «ჩოხოსნები - 1973» შეიქმნა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 900 წლის თავზე. დამფუძნებლები – ჰენრი კუპრაშვილი (თავმჯდომარე), გიორგი ცხოვრებაძე, ზურაბ გველესიანი და თამაზ შეროზია. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თვალისასახვევად კავშირი გარეგნულად გამოიყურებოდა, როგორც დიდი მეფის ზეობის თარიღის (8 თებერვალი) მოზეიმე ჩოხოსანთა სამეგობრო. კავშირის წევრები ემოციებისა და ხმაურის გარეშე კონსპირაციულად აკეთებდნენ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისთვის საჭირო საქმეს (აქცენტები კეთდებოდა ოფიციოზის მიერ საქართველოს ისტორიის მიჩუმათებულ პერიოდების გაშუქებაზე, ქართული ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებაზე, ენაში მომძლავრებულ რუსიციზმებზე, არალეგალური პოლიტიკური ლიტერატურის გავრცელებაზე და სხვა).[3][4][5]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების აშენების მტკივნეულ და ურთულეს ხანგრძლივ გზაზე, ამასთან, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს ყოვლისმომცველი გამალებული გლობალიზაციის პირობებში, რაც დადებიდთან ერთად გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს ჩვენი ეროვნული იერსახისა და მეობის შენარჩუნებისთვის, არანაკლებ სჭირდება სამშობლოს კავშირის წევრების პოპულიზმსა და პომპეზურობას მოკლებული, უანგარო, უამბიციო და უპრეტენზიო დაძაბული შრომა და, ამიტომაც გადაწყდა არა მარტო საქმიანობის გაგრძელება, არამედ ოფიციალურად კავშირის რეგისტრაციაც.[1], [2], [3][6]

ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კავშირის წევრების ნაწილს მიზანშეწონლად არ მიაჩნდა კავშირის რეგისტრაცია და მისი საქმიანობის აფიშირება, რადგანაც სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მისი კეთილდღეობისთვის ბრძოლასა და შრომაში საკუთარი როლისა და ღვაწლის აფიშირება არ არის აუცილებელი, სამშობლოს საქმე სჭირდება და არა ხმაური.

კავშირის წესდება დამტკიცებულ იქნა 1973 წლის 8 თებერვალს, ცვლილებები (სახელწოდებამაც) განიცადა 1978 და 1995 [7] წლებში, ხოლო მისი ახალი რედაქცია მიღებულ იქნა 2005 წლის 7 ნოემბერს და და რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2005 წლის 29 ნოემბრის #464 გადაწყვეტილებით.[8][9]

წესდების ზოგადი დებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი «ჩოხოსნები - 1973» (შემდგომში «კავშირი») არის არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე კავშირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და თავის საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული კოდექსის, საქართველოს მოქმედი კანონებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
  • კავშირი წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საქართველოს და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.
  • კავშირი უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე, ან მოპასუხე სასამართლოში.
  • კავშირს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და ემბლემით, შტამპი და ყველა საჭირო რეკვიზიტი, აგრეთვე საკუთარი დროშა.


კავშირის საქმიანობის მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეროვნული ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებების, ტრადიციული ჩაცმულობის დაცვა და პოპულარიზაცია;
  • საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ისტორიული, ეთნოგრაფიული და კულტურული ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, აღდგენა და მათი დაცვა;
  • დემოგრაფიული პრობლემების შესწავლა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა;
  • საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული წეს-ჩვეულებების აღორძინება;
  • ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მოძიება, აღორძინება მათი პოპულარიზაციის მიზნით:ფილმების გადაღება, წიგნების გამოცემა, ფესტივალების, შეჯიბრებების, სპორტული სანახაობის ჩვენება;
  • სპორტის ქართული სახეობების, აგრეთვე ცურვის და საწყალოსნო თამაშობათა აღდგენა-პოპულარიზაცია;
  • კლუბების და სხვა ტიპის გაერთიანებების შექმნა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეოკადრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლელა ოჩიაური. შავთმიანებს შავი ჩოხა მოუხდებათ. გაზ. "რეზონანსი". #020, 2006 წლის 26 იანვარი
  2. Ruso Strelkova. To Wear or not to Wear (a Chokha)? That is the Question. "Georgia today". Aug 31 - Sep 6, 2007
  3. ელენე ჩაბრაძე. ძეგლი ხელთუქმნელი. წინაპრები და თანამედროვეობა. გაზ. "ბიზნეს–კურიერი", 1994 წლის 25 თებერვალი–4 მარტი
  4. მიხო მორჩილაძე. ჰენრი, წამოხვალ პარტიზნად? გაზ. "ახალი ეპოქა", 2002 წლის 18–24 ოქტომბერი
  5. ირმა კახურაშვილი. დავით მეფე... კომუნისტების დროს. გაზ. "მთავარი გაზეთი", 2003 წლის 8 თებერვალი
  6. ხვალ ქართველი ჩოხოსნები კოჯორში იუნკრების ხსოვნას პატივს მიაგებენ. საინფ.სააგენტო “ახალი ამბები – საქართველო”, 25.05.06, 18:50; ქართველმა ჩოხოსნებმა კოჯორში დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს. საინფ.სააგენტო “ახალი ამბები – საქართველო”, 26.05.06, 17:37; მედიანიუსი – ჩოხოსნები იუნკრების ხსოვნას პატივს მიაგებენ. გაზ. "ახალი ვერსია", #35, 2006 წლის 26–28 მაისი; მედიანიუსი – ჩოხოსნებმა კოჯორში იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს. გაზ. "ახალი თაობა", #144, 2006 წლის 27 მაისი; მაია კოპალეიშვილი. ჩოხას რომ ჩაიცვამ, სამშობლოსაც სხვანაირი თვალით შეხედავ. ჟურნ. "მეგობრობა", #08, 2006 წლის აგვისტო, გვ. 26–28 (ქართულ და თურქულ ენებზე); Завтра Грузинские чохоносцы почтят память погибших юнкеров в Коджори. Новости – Грузия. 25.05.06, 18:50; Грузинские чохоносцы почтили память погибших юнкеров в Коджори. Новости – Грузия. 26.05.06, 17:37; Завтра Грузинские чохоносцы почтят память погибших юнкеров в Коджори. Новости – Грузия. 25.05.06, 18:50; Грузинские чохоносцы почтили память погибших юнкеров в Коджори. Новости – Грузия. 26.05.06, 17:37; თუთბერიძე ანა. ჩოხოსნები დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 934–ე წელს აღნიშნავენ. საინფ. სააგენტო InterPressNews, 07.02.07, 16:48, 08.02.07, 10:09; კავთუაშვილი მეგი. ჩოხოსნები დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 934–ე წელს აღნიშნავენ. საინფ. სააგენტო “ჯეოჰოტნიუსი”,07.02.07, 20:19, 08.02.07, 10:09; პაპაშვილი შორენა. ჩოხოსნები დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 935-ე წლისთავს აღნიშნავენ. ს/ს „მედია ნიუსი“, 06.02.08; აკოფიანი მელსიდა. ქართველი ჩოხოსნები ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის დაბადების 935-ე წლისთავს აღნიშნავენ. ს/ს "ახალი ამბები - საქართველო“, 06.02.08, 18:05, 08.02.08, 10:48; Акопян Мельсида. Грузинские «чохоносцы» отметят 935-летие со дня рождения грузинского царя Давида Агмашенебели. И/А „Новости-Грузия“, 06.02.08, 18:05, 08.02.08, 10:48.
  7. გაზ. "გულანი", #3, 1995 წლის მარტი
  8. მედიანიუსი – დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი ოფიციალურად დარეგისტრირდა. გაზ."ახალი თაობა". # 338, 2005 წლის 7 დეკემბერი
  9. მედიანიუსი – ჩოხოსანთა კავშირი რეგისტრაციაში გატარდა. გაზ. "ალია", #146, 2005 წლის 8–9 დეკემბერი