ჩოღანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩოღანო
Salicornia_europaea
ევროპული ჩოღანო
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Salicornia

ჩოღანო (ლათ. Salicornia) — ჰალოფილური მცენარეების გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქებია. გვარის 35-მდე სახეობა გავრცელებულია ძირითადად ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყელში.

საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა — ევროპული ჩოღანო (Salicornia europaea); ეს უკანასკნელი წარმოადგენს ერთწლოვან შიშველ მცენარეს, იზრდება ტენიან მლაშობ ნიადაგებზე დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში ქართლში, კახეთში (ქიზიყი). ხშირად ჰქმნის რაყას.

იყენებენ სოდის მისაღებ ნედლეულად, ცხვრის საკვებად. ისტორიულად, როგორც სოდის წყაროს, იყენებდნენ მინის წარმოებაშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]