ჯეფრი ჩოსერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩოსერი, ჯეფრი)
ჯეფრი ჩოსერი
ბრიტ. ინგლ. Geoffrey Chaucer
დაბადების თარიღი 1343[1]
დაბადების ადგილი ლონდონი, ინგლისის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 25 ოქტომბერი, 1400
გარდაცვალების ადგილი ლონდონი, ინგლისის სამეფო
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი[2] , ლირიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი[2] , მთარგმნელი, ასტროლოგი და მწერალი[3]
ენა საშუალო ინგლისური ენა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
ჟანრი პოეზია
Magnum opus The Canterbury Tales, The Book of the Duchess, The House of Fame, Troilus and Criseyde, The Legend of Good Women, The compleynt unto Pity, A Treatise on the Astrolabe, The compleynt of Venus, The Complaint of Mars, Chaucer's complaint unto his purse, Boece, Parlement of Foules, The Romaunt of the Rose და Anelida and Arcite
მეუღლე ფილიპა როეტი[4]
შვილ(ებ)ი თომას ჩოსერი[4] , ელიზაბეთ ჩოსერი და Lewis Chaucer[5]
ხელმოწერა

ჯეფრი ჩოსერი (დ. დაახლ. 1343 — გ. დაახლ. 25 ოქტომბერი, 1400) — ინგლისელი პროზაიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, ბიუროკრატი, წარჩინებული და დიპლომატი. მან არაერთი მხატვრული ნაწარმოები შექმნა, მაგრამ ყველაზე მეტად ცნობილია პოემით „კენტერბერიული მოთხრობები“. ჩოსერს ხშირად უწოდებენ ინგლისური ლიტერატურის მამას. მიჩნეულია შუა საუკუნეების ყველაზე გამორჩეულ პოეტად. უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის ინგლისური სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში, რადგან იყო პირველი, ვინც მხატვრული ნაწარმოები საკუთრივ ინგლისურ ენაზე შექმნა.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეფრი ჩოსერი დაიბადა ლონდონში დაახლოებით 1343 წელს, თუმცა მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი დაუდგენელია. მამისი და ბაბუმისი ღვინით მოვაჭრეები იყვნენ. როგორც ცნობილია, მისი წინაპრები იფსვიჩში მოღვაწე ვაჭრები იყვნენ (გვარი ჩოსერი წარმოსდგება ფრანგული სიტყვისაგან „chausseur“, რაც მეწაღეს ნიშნავს).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]