ჩორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასოფლარი
ჩორდი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი ცხმორი
კოორდინატები 42°30′51″ ჩ. გ. 43°31′12″ ა. გ. / 42.514194° ჩ. გ. 43.520028° ა. გ. / 42.514194; 43.520028
პირველი ხსენება XV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 1260
მოსახლეობა 0 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჩორდი — საქართველო
ჩორდი
ჩორდი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ჩორდი

ჩორდი — ნასოფლარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, ცხმორის თემში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჯეჯორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1260 მეტრი, ონიდან 15 კმ.

განადგურდა 1991 წლის რაჭის მიწისძვრის შედეგად.[1]

ნასოფლარიდან 5 კმ-ზე არის ბარიტის საბადო (იხ. ჩორდის ბარიტის საბადო). ჩორდი თავისი ციხესიმაგრეებით წყაროებში პირველად იხსენიება XV საუკუნეში. სოფლის განაპირას შუა საუკუნეების ეკლესიისა და მისი გალავნის ნანგრევებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]