ჩონგური (ალმანახი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩონგური“ — პირველი ქართული ლიტერატურული ალმანახი. გამოვიდა 1864 წელს. დაიბეჭდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში. შემდგენელი — კონსტანტინე ლორთქიფანიძე. კრებულში დასტამბულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები და პოემა „ბედი ქართლისა“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები, ილია ჭავჭავაძის ლექსები, ნაწყვეტი პოემიდან „აჩრდილი“, აგრეთვე პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის, ი. მიქელაძის ლექსები და ნიკოლოზ ნეკრასოვის პოემა „პოეტი და მოქალაქე“ (თარგმანი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]