ჩონგონის კლდის მხატვრობა
იერსახე
ჩონგონის კლდის მხატვრობა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მალავი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 14°17′36″ ს. გ. 34°16′45″ ა. გ. / 14.29333° ს. გ. 34.27917° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
ნომერი | 476 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 476 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჩონგონის კლდის მხატვრობა — კლდის მხატვრობის არეალი მალავის ცენტრალურ რეგიონში, დეზას რაიონში მდებარე ჩონგონის მთებში, ზღვის დონიდან 2 224 მეტრზე. ტერიტორია დაფარულია ფართო ტყეებით, რაც ამ რეგიონისთვის ტიპურია. 2006 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ნახატები შესრულებულია მონადირე-შემგროვებელი ჩევას ხალხის მიერ, რომელიც ამ არეალში ზედა პალეოლითის პერიოდში ცხოვრობდა. სულ წარმოდგენილია 127 ნახატი, რომლებიც 126.4 კმ² ფართობზეა გაშლილი და წარმოადგენს ცენტრალური აფრიკის კლდის მხატვრობის ყველაზე ფართო კოლექციას. მათს უმრავლესობაზე გამოსახულკია ცხოველები.