ჩოლპონ-ატა
ქალაქი | |
---|---|
ჩოლპონ-ატა ყირგ. Чолпон-Ата | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ოლქი (ყირგიზეთი)|ყირგიზეთის ადმინისტრაციული დაყოფა|ოლქი | ისიქ-ქოლი |
რაიონი (ყირგიზეთი)|ყირგიზეთის ადმინისტრაციული დაყოფა|რაიონი | ისიქ-ქოლი |
კოორდინატები | 42°39′00″ ჩ. გ. 77°05′00″ ა. გ. / 42.65000° ჩ. გ. 77.08333° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1922 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1975 |
ცენტრის სიმაღლე | 5359 ფუტი |
მოსახლეობა | 10 525 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+5 |
სატელეფონო კოდი | 0(3943)***** |
საფოსტო ინდექსი | 722125 |
ოფიციალური საიტი | http://www.cholpon-atacity.kg/index.php/kg/city-kg/maps-kg |
ჩოლპონ-ატა (ყირგ. Чолпоната) — ქალაქი ყირგიზეთში. მდებარეობს ისიქ-ქოლის ოლქის ამავე სახელწოდების რაიონის ტერიტორიაზე. ისიქ-ქოლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი-კურორტი.
ქალაქი მდებარეობს ისიქ-ქოლის ტბის ჩრდილოეთი სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში. რესპუბლიკის დედაქალაქ ბიშკეკიდან 265 კილომეტრში აღმოსავლეთით. საოლქო ცენტრ კარაკოლიდან დასავლეთით 145 კილომეტრში.
ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ძველ დასახლებაზე გადიოდა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მარშრუტი. ქალაქის სახელწოდება ერთ-ერთი ვერსიით ნიშნავს „ვენერას მამა“-ს (Чолпон - ვენერა; ата - მამა). მეორე ვერსიით „მწყემსების მამა“-ს ნიშნავს (Чопан - მწყემსი).
ქალაქში განვითარებულია ტურიზმი. დამსვენებლები ძირითადად ჩადიან ციმბირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.
ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობაა ისიქ-ქოლი და თოვლიანი ქედი კიუნგეი-ალა-ტოო. 1979 წლიდან ქალაქში მოქმედებს ისიქ-ქოლის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული მუზეუმ-ნაკრძალი. ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რამდენიმე პეტროგლიფი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Image gallery of Cholpon-Ata დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Image gallery of the Ruh Ordo Cultural Center დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Иссык-Кульский государственный историко-культурный музей-заповедник
- Культурный центр « Рух Ордо Ташкул-Ата» в ЖЖ
- На сайте Ассоциации городов Киргизии დაარქივებული 2008-05-02 საიტზე Wayback Machine.