შინაარსზე გადასვლა

ჩოი ჰიუნვუკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიუნვუკი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჩოი ჰიუნვუკი
დაბ. თარიღი 30 იანვარი, 2002 (2002-01-30) (24 წლის)
დაბ. ადგილი ინჩხონი
წარმოშობა სამხრეთ კორეა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2019-დღემდე
ჩოი ჰიუნვუკი ვიკისაწყობში

ჩოი ჰიუნ-ვუკი (კორ. 최현욱; დაიბადა 2002 წლის 30 იანვარს) — სამხრეთ კორეელი მსახიობია. 2019 წელს მან სამსახიობო კარიერა ვებდრამაში „ნამდვილი:დრო:სიყვარული“ მთავარი როლით დაიწყო. SBS-ის ტელესერიალებში „ტაქსის მძღოლი“ და „რაკეტის ბიჭებში“ მისმა როლმა 2021 წლის SBS Drama Awards-ზე საუკეთესო ახალი მსახიობის ჯილდო მოაპოვებინა. ცოტა ხნის წინ მან კიდევ უფრო მეტი აღიარება მოიპოვა ფილმებში „ოცდახუთი ოცდაერთი“ (2022), „სუსტი გმირი 1“ (2022), „D.P. 2“ (2021–2023),[1] „წკრიალა საზამთრო“ (2023) და „ჩემი საყვარელი მტერი“ (2025).

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოი ჰიუნ-ვუქი დაიბადა 2002 წლის 30 იანვარს. ბავშვობაში იგი ათი წლის განმავლობაში ბეისბოლს თამაშობდა. საშუალო სკოლის პირველ კლასში მან იდაყვის დაზიანება მიიღო და გაიარა ოპერაცია და რეაბილიტაცია, მაგრამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. აღნიშნული სიტუაციის გამო, მან შეცვალა კარიერული გზა და მსახიობობას მიჰყო ხელი.[2] საბოლოო ჯამში, ჩოიმ დატოვა განგნეუნგის საშუალო სკოლა, ასევე სკოლის ბეისბოლის გუნდში მისი პოზიცია, და გადავიდა ჰანლიმის მრავალპროფილიან სახელოვნებო სკოლაში მაუწყებლობისა და გართობის დეპარტამენტში სრული განათლების მიღებამდე.[3]

2020 წლის 23 მარტს, Gold Medalist-მა დაადასტურა, რომ ჩოი მიიღეს ვებ-დრამაში Pop Out Boy!, რომელიც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების პოპულარულ ვებტუნზე. სერიალის გადაღებები მომდევნო თვეში დაიწყო,[4] ხოლო მისი ეთერში გასვლა 25 ივნისს.[5]


2021 წლის აპრილში, ჩოი გამოჩნდა SBS-ის დრამაში „ტაქსის მძღოლი“, სკოლის მოძალადის, პარკ სეუნგ-ტეს როლში.[6] მან ანტაგონისტის როლი შეასრულა სერიის მე-3 და მე-4 ეპიზოდებში.[7] ერთი თვით ადრე, იგი შეირჩა კიდევ ერთ SBS დრამაში, „რაკეტის ბიჭებში“, მთავარ როლზე.[8] ჩოი მოკლედ გამოჩნდა „ჯირისანში“, როგორც ლიმ ჩეოლ-კიონგი, ფლეშბექში, ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟთან, სო ი-კანგთან ერთად.[9]

2022 წელს, ჩოი მოხვდა პოპულარობის ტალღაზე მას შემდეგ, რაც მან მთავარი როლი შეასრულა ახალგაზრდობის ტელესერიალში „ოცდახუთი ოცდაერთი", სადაც მასთან ერთად თამაშობდნენ კიმ ტაე-რი, ნამ ჯუ-ჰიოგი, კიმ ჯი-იონი და ლი ჯუ-მიუნგი.[10] იმავე წელს, მან მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალში „სუსტი გმირის კლასი 1", სადაც ერთად თამაშობდნენ ჰონგ კიუნგი და პარკ ჯი-ჰუნი.[11]

2023 წელს ითამაშა წკრიალა საზამთროში რიოუნთან, სოლ ინასთან და შინ იუნსუსთან ერთად.

წელისათაურიროლი
2021ტაქსის მძღოლიპარკ სიუნ-თე
რაკეტის ბიჭებინა ვუ-ჩანი
ჯირისანითინეიჯერი ლიმ ჩეოლ-კიონგი
2022ოცდახუთი ოცდაერთიმუნ ჯივუნგი
2023წკრიალა საზამთროჰა იჩანი
2025ჩემი საყვარელი მტერიბან ჯოიუნი
წელისათაურიტექსტი
2019-2020ნამდვილი:დრო:სიყვარულიმუნ იეჩან
2020კომიქსიდან გადმოსული ბიჭინოჰ ჰეჯუნი
2022,2025სუსტი გმირიან სუჰო
2023D.P.შინ აჰუი
მაგარი ნამცხვარისეო ჰოსუ

მუსიკალურ კლიპებში გამოჩენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელისიმღერის სათაურიარტისტი
2022dittonew jeans
2023"Alley" (골목길)Lee Hi (feat. სუნ სი კიუნ)
2024"My Beloved" (그대가 해준 말)Lee hi
  1. ↑ Hwang, Hye-jin (March 2, 2022). '스물다섯 스물하나' 야구선수 출신이었어? '이쁜이' 최현욱 존재감[TV보고서] ["Twenty-five, twenty-one." You used to be a baseball player? "Pretty" Choi Hyun-wook's presence. [TV Report]]. Newsen (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 5, 2023. ციტირების თარიღი: March 18, 2022 – წარმოდგენილია Naver-ის მიერ.
  2. ↑ Ban, Seo-yeon (July 16, 2020). [반말인터뷰②] 최현욱 "야구 선수에서 배우로, 선택에 후회 없어" [[Informal interview 2] Choi Hyun-wook. "From a baseball player to an actor, I don't regret my choice."]. YTN (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 18, 2022. ციტირების თარიღი: March 18, 2022 – წარმოდგენილია Naver-ის მიერ.
  3. ↑ 러브 올 플레이 [최현욱, 김강훈, 탕준상, 손상연,김민기] [Love All Play [Choi Hyun-wook, Kim Kang-hoon, Tang Jun-sang, Son Sang-yeon, Kim Min-gi]]. W Korea (კორეული). July 26, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 17, 2022. ციტირების თარიღი: March 18, 2022.
  4. ↑ Son, Bong-seok (March 23, 2020). 신예 최현욱, 웹드라마 '만찢남녀' 캐스팅···위키미키 김도연과 연기호흡 [Newcomer Choi Hyun-wook cast the web drama "Cartoon Man and Woman" and acted with Weki Meki's Kim Do-yeon.]. Sports Kyunghyang (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 16, 2022. ციტირების თარიღი: March 16, 2022 – წარმოდგენილია Naver-ის მიერ.
  5. ↑ Yoo, Ji-hoon (June 25, 2020). '만찢남녀', 오늘(25일) 공개...김도연·김민규 '기묘한 동거' ["Cartoon Man and Woman" will be released today (25th). Kim Do-yeon and Kim Min-kyu "A bizarre cohabitation".]. The Fact (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 17, 2022. ციტირების თარიღი: May 17, 2022 – წარმოდგენილია Naver-ის მიერ.
  6. ↑ Kang, Seon-ae (April 16, 2021). '모범택시' 이제훈, 학교폭력 일망타진 나선다...단정한 교사 변신 ["Model Taxi" Lee Je-hoon will beat up the school violence... A neat teacher transformation.]. SBS Entertainment News (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 6, 2023. ციტირების თარიღი: May 22, 2022 – წარმოდგენილია Naver-ის მიერ.
  7. ↑ Lee, Min-ji (May 6, 2021). '모범택시' 태항호-최현욱-백현진, 분노 유발 빌런 연기 ["Model Taxi" Tae Hang-ho, Choi Hyeon-wook, Baek Hyun-jin, acting as anger-inducing villains.]. Newsen (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 5, 2023. ციტირების თარიღი: March 15, 2022 – წარმოდგენილია Naver-ის მიერ.
  8. ↑ Kim, Ji-won (March 25, 2021). 신예 최현욱, SBS '라켓소년단' 주연 [Rookie Choi Hyeon-wook, starring in SBS 'Racket Boys'.]. Ten Asia (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 5, 2023. ციტირების თარიღი: March 15, 2022 – წარმოდგენილია Naver-ის მიერ.
  9. ↑ Choi, Hee-jae (November 6, 2021). '지리산' 최현욱, 전지현 첫사랑 등장...김도연과 '풋풋 케미' ['Mt. Jirisan' Choi Hyeon-wook, Jeon Ji-hyun's first love appeared... 'Fresh chemistry' with Kim Do-yeon.]. Xports News (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 6, 2023. ციტირების თარიღი: March 16, 2022 – წარმოდგენილია Naver-ის მიერ.
  10. ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Lee, Min-ji. . დაარქივებულია ორიგინალიდან — October 10, 2021. ციტირების თარიღი: September 7, 2021
  11. ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Park, Jin-young. (November 14, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 3, 2023. ციტირების თარიღი: October 10, 2023