შინაარსზე გადასვლა

ჩოი სუ-იონგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩოი სუიონგი

ჩოი სუ-იონგი (კორ. 최수영; დაბ. 10 თებერვალი, 1990) — ცნობილი როგორც სუ-იონგი, სამხრეთ კორეელი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. 2002 წელს იაპონიაში იყო კორეულ-იაპონური მუსიკალური დუეტის, Route 0-ის წევრი. 2004 წელს სამხრეთ კორეაში დაბრუნების შემდეგ, ჩოი საბოლოოდ გახდა გოგონათა ჯგუფ Girls' Generation-ის წევრი 2007 წელს, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი სამხრეთ კორეაში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთ კორეული გოგონათა ჯგუფი მსოფლიოში. ჯგუფის საქმიანობის გარდა, ჩოიმ ასევე ითამაშა სხვადასხვა სატელევიზიო დრამაში, როგორებიცაა: "The Third Hospital" (2012), "Dating Agency: Cyrano" (2013), "My Spring Days" (2014), "Squad 38" (2016), "Man in the Kitchen" (2017-2018), "Tell Me What You Saw" (2020), და ბოლო პერიოდში, "Run On" (2021), "So I Married the Anti-fan" (2021), "If You Wish Upon Me" (2022) და "Not Others" (2023).

მიუხედავად იმისა რომ 2017 წლის ოქტომბერში სუიონგმა დატოვა კომპანია SM Entertainment, იგი კვლავ რჩება Girls' Generation-ის წევრად. სუიონგი შეუერთდა Echo Global Group-ს და გამოუშვა პირველი სოლო სინგლი "Winter Breath" 2018 წელს, სანამ, 2019 წელს გადავიდოდა Saram Entertainment-ში. 2024 წლის ოქტომბერში ჩოიმ იაპონიაში სოლო დებიუტი შეასრულა, EP-ით, "Unstoppable" იაპონური ლეიბლის, Avex Trax-ის ქვეშ.

ჩოი დაიბადა 1990 წლის 10 თებერვალს, გუანგჯუში, კეონგის პროვინციაში, სამხრეთ კორეა. არის ჩოი სუჯინის უმცროსი და, რომელიც მუსიკალური თეატრის მსახიობია. სუიონგმა 2009 წელს დაამთავრა ჯონგშინის ქალთა საშუალო სკოლა. მან მიიღო კინოსამეცნიერო განათლება და დაამთავრა ჩუნგ-ანგის უნივერსიტეტი 2016 წლის თებერვალში, რომლის დასრულების ცერემონიაზე მიიღო ჯილდო. მისი კოლეგა, Girls' Generation-ის წევრი, კვონ იური, იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა.

ჩოი თავდაპირველად აღმოაჩინეს SM Entertainment-ის ღია აუდიციის საშუალებით, როდესაც ის მეხუთე კლასში იყო. მოგვიანებით, 2002 წელს, პირველ ადგილზე გავიდა კორეა-იაპონიის ულტრა აიდოლ-დუო აუდიციაზე და იაპონიაში დებიუტი შეასრულა როგორც Route 0-ის წევრი. დუეტმა 2003 წელს, დაშლის წინ, სამი სინგლი გამოუშვა. გოგონა დაბრუნდა SM Entertainment-ში და საბოლოოდ დადებიუტდა სამხრეთ კორეაში, როგორც გოგონათა ჯგუფის, Girls' Generation წევრი, 2007 წლის აგვისტოში. Girls' Generation-მა მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა 2009 წელს ჰიტ-სინგლის "Gee"-ის გამოცემით.

Girls' Generation

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]