შინაარსზე გადასვლა

ჩლებიჩეკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ობლოჟენი ჩლებიჩეკი
ალტერნატიული
სახელები
ჩლებიჩეკი
ტიპი ღია სენდვიჩი
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი ჩეხეთი და სლოვაკეთი
ტემპერატურა სერვირების დროს ცივი

ობლოჟენი ჩლებიჩეკი ან უბრალოდ ჩლებიჩეკი ( ლიტ. „პატარა პური“) — ჩეხური და სლოვაკური წარმოშობის კერძი, რომელიც ასევე გავრცელებულია სხვა ყოფილ ავსტრო-უნგრეთის ქვეყნებში. ეს არის ღია სენდვიჩის სახეობა სხვადასხვა ინგრედიენტითა და გარნირით. ხშირად მიირთმევენ აპეტაიზერად ან წასახემსებლად[1] [2] [3].

ჩლებიჩეკი ღია სენდვიჩის სახეობაა. ის წარმოადგენს დაჭრილ პურს, რომელსაც კარაქი ან სხვა სახის სპრედი აქვს გადასმული და ადევს სხვადასხვა გარნირი, მაგ. შებოლილი ხორცი, როგორიცაა ლორი, სალამი და ძეხვი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ყველი, კრემ-ყველი, კიტრი, პომიდორი, თევზის პასტა, სალათები და ა. შ.

გარნირად შეიძლება გამოიყენონ ზოგიერთი ბოსტნეულიც, როგორიცაა ბულგარული წიწაკა, მწნილი, პომიდორი, ბოლოკი და ოხრახუში. ჩლებეჩეკის მთავარი ინგრედიენტია ვეკას ან ბაგეტის პური. ისინი ზოგჯერ იყიდება ფესტივალების დროს, საკვების დახლებსა და ბარებში[4].

  1. Kraig, B.; Sen, C.T. (2013) Street Food Around the World: An Encyclopedia of Food and Culture. ABC-CLIO, გვ. 111. ISBN 978-1-59884-955-4. 
  2. Naughton, J. (2014). Colloquial Czech, Colloquial Series. Taylor & Francis, გვ. 325. ISBN 978-1-317-58338-7. 
  3. Paulus, Roman; Pospíšilová, Iva. Jak správně připravit obložené chlebíčky? Rady od odbornice – Dobrá chuť cs (December 31, 2012). ციტირების თარიღი: December 23, 2015
  4. Gujral, Monish. (December 23, 2015) Czech that cheese out when in Prague. ციტირების თარიღი: December 23, 2015