ალიკო ჩიქოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩიქოვანი, ალიკო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიქოვანი.

ალიკო ევგენის ძე ჩიქოვანი (დ. 29 აპრილი, 1934, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 1986, იქვე) — ქართველი საბჭოთა არქიტექტორი, კომკავშირის პრემიის ლაურეატი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით, სადაც 1962-1980 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IV-XIII საუკუნეების საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიის ექსპოზიცია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში (1962-1963 წლებში, ვ. დავითაიასა და ა. ვარაზთან ერთად), კავკასიის დამცველ გმირთა მემორიალი (ყარაჩაი-ჩერქეზეთის აო, 1963, არქიტექტორ ვ. დავითაიასა და მოქანდაკე გ. კალაძესთან ერთად; საქართველოს კომკავშირის პრემია, 1965). მსხვილპანელიანი და მსხვილბლოკიანი სახლების პროექტები (1983-1984 წლებში, არქიტექტორთა ჯგუფთან ერთად); საცხოვრებელი კომპლექსი ზუგდიდში; სასტუმრო კინდღაში, ურეკში და სხვა.