ჩიტოსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩიტოსე
ChitoseGawa2004-5-18.jpg
ჩიტოსე ქალაქ ჩიტოსეში
ქალაქები ჩიტოსეს, ებეცუში
სათავე ტბა შიკოცუ
სიგრძე 108 კმ
აუზის ფართობი 1244 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ჩიტოსე ვიკისაწყობში

ჩიტოსე (千歳川) — მდინარე ჰოკაიდოზე. მდინარეს აქვს მინიჭებული A კლასი. ქალაქ ებეცუში მას ებეცუს მდინარესაც ეძახიან (江別川).

აინის ენაზე თავდან ერქვა შიკოცუ, თუმცა ეს დასახელება იაპონურად ცუდად ჟღრდა და ამიტომ 1805 წელს მას სახელი შეეცვალა და გახდა ჩიტოსე.

ჩიტოსე გამოედინება ტბა შიკოცუდან. მდინარე გადის ქალაქ ჩიტოსეს ცენტრში. შემდეგ ის გადის იშიკარის დაბლობზე. დაბლობზე ის კვებავ უამრავ საირიგაციო არხს. აქ ჩიტოსე ქმნის საზღვარს იშიკარის ქვეპრეფექტურასა და სორაჩის ქვეპრეფექტურას შორის. ბოლოს მდინარე გადის ქალაქ ებეცუში და უერთდება მდინარე იშიკარას.

მიუხედავად მთავრობის ძალიახმევისა, ჩიტოსე ყოველ მეორე წელს დიდდება და ტბორავს დაახლოებით 40 კილომეტრს. ბოლო მნიშვნელოვან დატბორვა მოხდა 1981 წელს, როდესაც მდინარემ დააზიანა 2700 სახლი და დატბორა 20 000 ჰექტარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]