ჩიტიყველა
იერსახე
ჩიტიყველა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Berteroa DC. | |||||||||||||
|
ჩიტიყველა (ლათ. Berteroa) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახებია. მოფენილია დატოტვილი ბეწვით. მთლიანი ფოთლები და მტევანი ყვავილედი აქვთ.
მოიცავს რამდენიმე სახეობას (ზოგი წყაროთი 5-ს, ზოგით — 16-მდე) 7-8 სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში. ყოფილ სსრკ-ში 3 სახეობაა, საქართველოში — 2 — რუხი ჩიტიყველა (ლათ. Berteroa incana) და Berteroa ascendens; იზრდება ველებზე, გორაკებსა და მშრალ ფერდობებზე, გზის პირებზე, მინდვრებსა და ნასვენ ადგილებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 141.