ჩიტბატონა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიტბატონა
Fire-fronted Serin.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: მთიულასებრნი
გვარი: Serinus
სახეობა: ჩიტბატონა
ლათინური სახელი
Serinus pusillus
Serinus pusillus

ჩიტბატონა (Serinus pusillus) — ფრინველი ბეღურანსაირთა რიგისა. ტანად პატარაა, ჭრელად შეფერილი. მამალს თავზე წითელი „გვირგვინი“ ადგას. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიონის და მცირე კავკასიონის, შუა აზიასა და სამხრეთ ყაზახეთის, თარბა ღათაის მთიანეთში. საქართველოში ბინადრობს ზღვის დონიდან 1500-3500 მ-მდე ტყის ზედა ზონასა და სუბალპურ მთიანეთში. კვერცხს დებს 2-ჯერ, თითო დადებაზე 3-5 ცალს. იკვებება სარეველების თესლით, პატარ-პატარა ჭიებით. ჩიტბატონას ზოგჯერ არასწორად Carduelis carduelis-ს ეძახიან.

ლიტერატურა[რედაქტირება]