ჩიტავაშლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩიტავაშლა

ჩიტავაშლა (ლათ. Pyracantha coccinea) — ზაფხულმწვანე, ძლიერ ეკლიანი ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1,5-დან 2 (6) მ აღწევს. გაშლილი ვარჯი აქვს.

გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში, მათ შორის, ამიერკავკასიაში. საქართველოში ყველგან ვხვდებით მთის შუა სარტყლამდე ბუჩქნარებში, ტყის პირას, ქვეტყედ მეჩხერ მუხნარებსა და ღვიიანებში, ქვიან ფერდობებზე. ყვავილობს მაის-ივნისში, მსხმოიარობს სექტემბერ-ოქტომბერში.

ნაყოფი მცენარეზე რჩება ზამთრამდე, ამიტომ მნიშვნელოვანი საკვებია გარეული ფრინველებისათვის. დეკორაციული ბუჩქია, ზამთარში ფოთლები ზედ რჩება და ფერს იცვლის. იყენებენ ცოცხალ ღობედ (შეკრეჭას კარგად იტანს) და მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად. თაფლოვანია. — 25°-მდე ყინვას უძლებს. ამრავლებენ თესლით, კალმით, გადაწვენით და ჩიტაკომშაზე მყნობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]