შინაარსზე გადასვლა

ჩირიკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩირიკოვის სახლი
სტატუსი regional cultural heritage site in Russia
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა დონის როსტოვი
ძეგლი
არქიტექტორი ლეონიდ ებერგი
გახსნა 1913
ტიპი ეკლექტიკა
Map

ჩირიკოვის სახლი (რუს. Дом Чирикова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს ბუდიონოვის პროსპექტზე. სახლი აშენდა 1913 წელს არქიტექტორ ლეონიდ ებერგის[1] პროექტის მიხედვით ეკლექტიკის სტილში[2]. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

მისამართი: დონის როსტოვი, ბუდიონოვის პროსპექტი № 46.

სავაჭრო სახლის მშენებლობა ტაგანროგის (ამჟამად ბუდიონოვის) პროსპექტზე დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში, ფაბრიკანტის, ქალაქის საბჭოს წევრის ვლადიმირ ჩირიკოვის დაკვეთით. შენობის პროექტის ავტორი იყო როსტოველი არქიტექტორი ლეონიდ ებერგი, იგი ასევე ხელმძღვანელობდა ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს. 1912 წელს ლეონიდ ებერგმა მოინახულა სამშენებლო მოედანი, ამის შემდეგ გადაწყვიტეს ფასადზე დაემატებინა ორი სვეტი. არქიტექტორმა გააპროტესტა კოლონების დამატება, რადგან ნაგებობა გადაწყვეტილი იყო რენესანსის სტილში. რაზეც ჩირიკოვმა უპასუხა:

ვიკიციტატა
„შენ ფულს ვინ გიხდის? რენესანსი თუ მე?“

ებერგმა სხვა ვერაფერი გააწყო და იძულებული იყო დაემატებინა ორი სვეტი ფასადზე[1][4].

1913 წელს გაზეთი „Приазовский край“ წერდა, რომ ჩირიკოვის სახლი ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შესახედი იყო არქიტექტურის კუთხით როსტოვის სხვა სახლებს შორის. პირველი სართულის სათავსოები იქირავეს მაღაზიებმა. ჩირიკოვის სახლის ბინებს ჰქონდათ 4, 5, 6, და 7 ოთახი. შენობაში მოქმედებდა ლიფტი[1].

1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შენობაში განათავსეს საქალაქო საბჭო[5]. ამჟამად ჩირიკოვის სახლში განთავსებულია დონის როსტოვის ლენინის რაიონის პოლიციის განყოფილება.

  1. 1 2 3 Швецов С. Д. На высоком донском берегу: Очерки из прошлого Ростова. — Ростов, 1982. — С. 71—72.
  2. Кукушин B. C. Эклектика // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  3. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  4. Ребайн Я. А. Ростов-на-Дону. — М.: Государственное издательство архитектуры и градостроительства, 1950. — С. 14. — (Архитектура городов СССР).
  5. Довоенная открытка 1939 года. temernik.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-13. ციტირების თარიღი: 2013-12-16.