ჩინშის სამართალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩინშის სამართალიფეოდალური სამართლის ინსტიტუტი, რომელიც ევროპის ქვეყნებში XII-XIV საუკუნეებში ჩამოყალიბდა. განსაზღვრავდა მიწით სარგებლობის სამუდამო — თაობიდან თაობაზე გარდამავალ უფლებასა და შესაბამის მოვალეობას, კერძოდ, რომ მოსარგებლეს მიწის მესაკუთრე ფეოდალისთვის ჩინში — განსაზღვრული ქირა გადაეხადა. ჩინშის სამართალი რომის სამართლის სამემკვიდრეო იჯარას (ემფითევზისს) ჰგავდა. უმთავრესად გავრცელებული იყო გერმანიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]