ჩინური ქაღალდის ჭრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქაღალდის ჭრა

ჩინური ქაღალდის ჭრაქაღალდის ჭრის ხელოვნება უკვე ორი ათას წელს ითვლის, თუმცა, ის განსაკუთრებით გავრცელდა VII საუკუნიდან XIII საუკუნემდე, როცა მან გამორჩეული ადგილი დაიკავა ჩინურ ფესტივალებზე. ეს ხელოვნება დანარჩენ მსოფლიოში XIV საუკუნიდან ვრცელდება.

ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში ქაღალდის ჭრა ტრადიციულად ქალების საქმიანობად მიიჩნევა. წარსულში ეს საქმე ყველა გოგონას უნდა ესწავლა. პატარძლებს ხშირად გამოცდას უწყობდნენ, თუ რამდენად ფლობდნენ ამ ხელოვნებას. მეორე მხრივ, პროფესიონალ ქაღალდის მჭრელად ხშირად მამაკაცები გვევლინებიან, რომელბმაც სახელოსნოებში მუშაობა თავიანთი შემოსავლის გარანტირებულ წყაროდ აქციეს.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Paper-cut.jpg

ქაღალდის ნაკეთობები ძირითადად ადგილობრივ რიტუალებში, დეკორაციებსა და მოსართავებში გამოიყენებოდა, რომელსაც ადრეულ ხანაში ადამიანის ან სხვადასხვა ნივთის ფორმას აძლევდნენ. ხშირად ამ ნაკეთობებს მარხავდნენ მიცვალებულებთან ერთად ან წვავდნენ მათი დაკრძალვებისას. გავრცელებული იყო რწმენა, რომ ეს დამარხული ან დამწვარი ნივთები მიცვალებულს იმქვეყნად გაჰყვებოდა. ამავე დროს, ეს ნაკეთობები გამოიყენებოდა დაკრძალვის დეკორაციისათვისაც.

ამჟამად ქაღალდის ნაკეთობებს დეკორაციებად იყენებენ. ისინი გამოსახავს შინაურ ცხოველებსა და ჩიტებს, ბოსტნეულს, მარცვლეულსა და ყვავილებს, სცენებს ბავშვების ცხოვრებიდან თუ ადგილობრივი ოპერიდან. ეს ნაკეთობები, რომელთა ყველაზე გავრცელებული ფერია წითელი, ამშვენებს კედლებს, ფანჯრებს, კარებს, სარკეებს, ლამპებს. ისინი ხშირად საჩუქრების სახითაც გადაეცემა.

ქაღალდის ნაკეთობები ცხადად გადმოსცემს ადამიანების სურვილებსა და იმედებს, ასევე, მათ სწრაფვას, იყვნენ ჯანმრთელნი, მდიდარნი, დღეგრძელნი. მაგალითად, მიჩნეულია, რომ იეროგლიფი „ფუ“-ს ფორმის ნაკეთობა ჩინური ახალი წლის დღეებში ბედნიერებისა და წყალობის მომტანია. საქორწინო ცერემონიისას წითელი ქაღალდის ნაკეთობა, იეროგლიფით „სი“, ტრადიციული და აუცილებელი დეკორაციაა. მოხუცი ადამიანების დაბადების დღეებზე კი ხშირად ჩნდება იეროგლიფი „შოუ“-ს ფორმის ნაკეთობები.

სხვადასხვა რეგიონის ხალხებს სხვადასხვა ჩვევები და ადათ-წესები აქვთ, ამიტომ ჭრის სტილიც და შინაარსიც განსხვავებულია.

ქაღალდის ჭრის სწავლა საკმაოდ ადვილია. ამ საქმისთვის საჭიროა მხოლოდ ქაღალდი, მაკრატელი, ან კიდე დანა. დაოსტატება ამ ხელოვნებაში არც ისე მარტივია, რადგანაც ამ საქმეს ბევრი მუშაობა, დიდი ნებისყოფა და წარმოსახვის უნარი სჭირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცნობარი „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ გვ. 45