შინაარსზე გადასვლა

ჩინური სახელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამიანის დარქმევა ჩინურ, და ასევე მასთან დაკავშირებულ კულტურებში განსხვავდება დასავლეთში მიღებული სახელების სისტემისგან. მეტად თვალსაჩინო ნიშანი ამ განსხვავებისა ისაა, რომ ჩინურ სრულ სახელში თავიდან იწერება გვარი, და მხოლოდ მის შემდეგ - საკუთარი სახელი.

ჩინური დასახელების სისტემა წარმოადგენს საფუძველს ადამიანის დარქმევის მრავალი ტრადიციული ხერხისთვის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. პრაქტიკულად აღმოსავლეთ აზიის ყველა ქვეყანა და ზოგიერთი სამხრეთ-აღმოსვალეთ აზიის სახელმწიფო მიყვება ჩინურს მიმზაგვსებულ ან პირდაპირ ჩინური კულტურიდან ამოღებულ ტრადიციებს.

სახელების მრავალფეროვნება ჩინურ ენაზე დიდწილად დამოკიდებულია საკუთარი სახელისაგან და არა გვარისგან. ჩინური გვარების უმრავლესობა ჩაიწერება ერთი იეროგლიფით, და მხოლოდ რამდენიმე — ორით (ჩსრ-ში ოფიციალური სიები ასეთ „არასტანდარტულ“ მხოლოდ 20 გვარს შეიცავს, მაშინ, როდესაც სხვა დანარჩენი მიყვანილია სტანდარტულ ერთ სახიან კომპლექსამდე, უმცირესობების ჩათვლით, რომელთა გვარებიც ხშირ შემთხვევაში ორ მარცვლიანზე გრძელია. მეტად გავრცელებული ჩინური გვარები: ლი (ჩინ.: ), ვანგ (ჩინ.: ), ჯანგ (ჩინ.: ).

ჩინელი ქალები, როგორც წესი გათხოვების შემდეგ ინარჩუნებენ თავიანთ გვარს და არ იღებენ მეუღლისას (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თითქმის ყველგან). შვილები კი მამის გვარს იმკვიდრებენ.

ჩვეულებრივსამებრ ჩინელებს გააჩნიათ ერთ ან ორ მარცვლიანი სახელები, რომლებიც იწერება გვარის შემდეგ. არსებობს წესი, რომელსაც ჩინური სახელი უნდა ექვემდებარებოდეს ფუთუნხვაზე თარგმნისას. ამ წესთან დაკავშირებულია ცნობილი ამბავი, როდესაც მამას — ინტერნეტის მომხმარებელს უარი განუცხადეს შვილის რეგისტრაციაზე სახელით „@“[1].

იეროგლიფების დამწერლობასთან დაკავშირებით, საკუთარი სახელის არჩევისას არა მხოლოდ ისეთი ასპექტები თვალისწინდება, როგორიცაა მნიშვნელობა და კეთილხმოვანება, არამედ იეროგლიფური წარწერაც, რომელიც ქმნის სიტყვის მარცვალს. თვალთახედვაში წერის არა მხოლოდ სიადვილე/სირთულე/სილამაზეა, მაგრამ ამ იეროგლიფების შემადგენელი ელემენტებიცაა, რომელთაც საკუთარი ინტერპრეტაციაა გააჩნიათ (ხელსაყრელი/არახელსაყრელი, მამაკაცის/ქალის, დაკავშირებული გარკვეულ სტიქიასთან და ა.შ.).

ჩინეთში ათასწლეულების მანძილზე არსებობდა სახელების რიტუალური ცვლის ტრადიცია, გარკვეულ ასაკამდე მიღწევასთან ან საქმიანობის შეცვლასთან დაკავშირებით. დაბადებიდან ჩვილი იღებდა ოფიციალურ სახელს (მინგ, 名) და „ჩვილურ“, ან ბავშვობის სახელს (სიაო-მინგ, ). სკოლაში მისვლისას ბავშს არქმევდნენ მოსწავლის სახელს — შუემინგ (ჩინ.: 学名) ან სიუნმინგ (ჩინ.: 訓名). სრულწლოვნობას მისულ მოზარდს ვაჟს/ქალიშვილს მშობლები ანიჭებდნენ ე.წ „მეორე სახელს“, — სწორედ ამის შემდეგ ამგვარად უნდა მიემართათ უცხო ხალხს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ დამინგ (ჩინ.: 大名, „დიდი სახელი“) ან გუანგმინგ („ოფიციალური სახელი“), რომელიც ცხოვრების ბოლომდე რჩებოდათ და იყენებდნენ ოფიციალურ შემთხვევებში გვარის შემდეგ. დამსახურებების შემთხვევაში კეთილშობილების წარმომადგენელი იღებდა სახელს (ჰაო, ჩინ.: ).

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარებასთან ერთად რთულმა სახელის სისტემამ ცვლილებები განიცადა[2]. ჩინური სახელების კომპონენტური სიები ძალიან გაადვილდა[3]. იმპერატორულ წოდებასთან და ტიტულებთან ერთად წარსულს მიებარა მეორე ინდივიდუალური სახელი - ძი, ზედმეტსახელები ბეჰაო, სასკოლო სახელი სიუმინგ. საბავშვო სახელები იყენება დღემდე, თუმცა მათი მიღების წესი შეცვლილია.

მაგალითად, ლი ჯუნ ფენი (ბრიუს ლი) გააჩნდა ბავშვობის სახელი ლი სიულუნგი (ლი პატარა დრაკონი), რომელიც შემდგომში მისი მეტსახელი გახდა.

მეორე სახელი (字, ) — ეს სახელი, ენიჭებოდა სრულწლოვნობის ასაკს მიღწეულს (字, ), რომელიც იყენებოდა ცხოვრების განმავლობაში. 20 წლის შემდეგ მეორე სახელი ენიჭება როგორც პატივისცემის სიმბოლოდ. თავდაპირველად ასეთი სახელები გამოიყენებოდა მამაკაცური სახელების შემდეგ, ადამიანს შეეძლო მიეღო მეორე სახელი მშობლებისგან, პირველი მასწვალებლისგან სკოლის პირველ დღეს ან შეეძლო თვითონ აერჩია თავისთვის მეორე სახელი. მეორე სახელების გამოყენების ტრადიცია თანდათანობით შესუსტდა 4 მაისის (1919) ქმედებისას. არსებობს მეორე სახელის ორი გავრცელებული ფორმა: ძი 字 () და ჰაო 號 (hào).

ჰაო — ეს მეორე ალტერნატიული სახელია, რომელიც ჩვეულებრივ როგორც ფსევდონიმი იყენება. ხშირად იწერება ორი ან სამი იეროგლიფი და, შესაძლებელია, თავიდან იმიტომ გახდა პოპულარული რადგან ბევრი ადამიანი ატარებდა ასეთ მეორე სახელს. ხშირ შემთხვევაში ხალხი თვითონ ირჩევდა ჰაო სახელს თავისთვის და შეეძლო რამდენიმე მეორე სახელი ჰქონოდა. ჰაო არანაირად არ იყო დაკავშირებული ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებულ და მეორე სახელთან; მეტსახელი უფრო რაღაც პირადული იყო ექსცენტრული. ფსევდონიმის არჩევას შესაძლებელია განეხორციელებინა ალუზია, ან შეიცავდა რთულ იეროგლიფს, ისევე როგორც შეიძლება მოხდომოდა მეტად განათლებულ ფილოლოგს. სხვა შესაძლებლობა — ადამიანის საცხოვრებელი ადგილის გამოყენება ფსევდონიმად;

ინგლისურ-ჩინური და რუსულ-ჩინური სახელები საზღვარგარეთ მყოფი ჩინელებისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინელების სახელებმა, რომლებიც ემიგრაციაში არიან ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში, შესაძლებელია განიცადონ ტრანსფორმაცია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული - ინგლისური სახელის დამატება ჩინურ სახელთან. ამგვარად გადათარგმნის შემთხვევაში იწყება ინგლისურიდან, შემდგომ - ჩინური გვარი და შემდეგ საკუთარი სახელი, იმისდა მიუხედავად, რომ ინგლისურად ხშირ შემთხვევაში იწერება ინგლისური სახელი, ჩინური სახელი, ჩინური გვარი. ჩინელები, მცხოვრები რუსეთში, ხშირად ამატებენ ჩინურ გვარს და სახელს რუსულ სახელს და მამის სახელს, მაშინ იწერება ჩინური გვარი, ჩინური სახელი, რუსული გვარი და მამის სახელი ან ჩინური გვარი, რუსული სახელი და მამის სახელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. В Китае родители пытались назвать своего ребёнка именем «@»
  2. Ян Хуэй Пути исторического развития антропонимов в Китае / Ян Хуэй // XXI век: актуальные проблемы исторической науки: Материалы междунар. науч. конф., посвящ. 70-летию ист. фак. БГУ. Минск, 15-16 апр. 2004 г. / Редкол.: В. Н. Сидорцов. (отв. ред.) и др. — Мн: БГУ, 2004. — С. 159—161.
  3. Завьялова Т. Г.. (2013) Имя в китайской культуре. Новосибирский государственный университет. ციტირების თარიღი: 2015-09-20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩინური_სახელი“-დან