ჩინური სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინური სასახლე
Китайский дворец
კოორდინატები 59°54′37″N 29°44′38″E / 59.910194° ჩ. გ. 29.743806° ა. გ. / 59.910194; 29.743806
მდებარეობა ლომონოსოვი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი როკოკო
თარიღდება 1762-1768
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810305042

ჩინური სასახლე (რუს. Китайский дворец) — სასახლე, მდებარეობს სასახლეებისა და პარკების ანსამბლ „ორაიენბაუმის“ (ქ. ლომონოსოვი) დასავლეთ ნაწილში.

1743 წელს იმპერატორმა ელისაბედ პეტრეს ასულმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადასცა თავის ნათესავს და ტახტის მემკვიდრეს პეტრე თეოდორეს ძეს, მომავალ იმპერატორ პეტრე III-ს. აქ მისთვის ააშენეს ციხესიმაგრე პეტერშტადტი, ხოლო ციხესიმაგრეში სასახლე.

სასახლე ააგეს არქიტექტორ ანტონიო რინალდის პროექტის მიხედვით 1762-1768 წლებში იმპერატორ ეკატერინე II-სათვის. წარმოადგენს ორანიენბაუმის პირადი აგარაკის ნაწილს. სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ მისი ინტერიერის გარკვეული ნაწილი ჩინურ სტილშია გაფორმებული, რაც იმ პერიოდისათვის საკმაოდ მოდური ტენდენცია იყო.

1852-1853 წლებში სამხრეთი ფასადი გადააკეთეს ანდრეი შტაკენშნეიდერისა და ლუდვიგ ბონშტედტის პროექტის მიხედვით. 1922 წლიდან სასახლე ფუნქციონირებს როგორც მუზეუმი.

XVIII საუკუნის ორანიენბაუმის ნაგებობებიდან როკოკოს სტილი მხოლოდ ჩინურ სასახლეშია წარმოდგენილი და მან გარდა ამ ქალაქისა სხვაგან ვერ ჰპოვა გავრცელება. ამან განაპირობა სასახლის არქიტექტურის უნიკალურობა. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებს ორანიენბაუმი არ დაუპყრიათ განსხვავებით სანქტ-პეტერბურგის სხვა გარეუბნებისაგან.

2011 წლის სექტემბერში რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა ოთხი დარბაზი: დიდი ანტიკამერა, მუზების დარბაზი, ცისფერი სასტუმრო და შემინული კაბინეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]