ჩინური ოთახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩინური ოთახი (ინგლ. Chinese room) — აზრითი ექსპერიმენტი ცნობიერების ფილოსოფიასა და ხელოვნური ინტელექტის ფილოსოფიაში. პირველად გამოაქვეყნა ჯონ სერლმა 1980 წელს. ექსპერიმენტის მიზანი მდგომარეობს იმის უარყოფაში, რომ ციფრულ მანქანას, რომელსაც გარკვეული ხერხით მისი დაპროგრამების შედეგად აქვს „ხელოვნური ინტელექტი“, შეუძლია ჰქონდეს ცნობიერება იმავე გაგებით, როგორითაც იგი ადამიანს გააჩნია. სხვა სიტყვებით, ექსპერიმენტის მიზანია ეგრეთ წოდებული „ძლიერი“ ხელოვნური ინტელექტის ჰიპოთეზის უარყოფა და ტიურინგის ტესტის კრიტიკა.

ეს ფილოსოფიური არგუმენტი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადია კოგნიტივისტიკის სფეროში. მეტიც, ზოგიერთი მკვლევარი კოგნიტივისტიკას განსაზღვრავს, როგორც „სერლის არგუმენტის უარსაყოფ კვლევით პროექტს“. მხოლოდ 2010 წლიდან 2014 წლამდე სამეცნიერო ჟურნალებში გამოიცა 750-ზე მეტი სტატია, რომლებშიც განიხილება სერლის აზრითი ექსპერიმენტი[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cole, David The Chinese Room Argument(ინგლისური) // Стэнфордская философская энциклопедия. — 2015. — В. Стэнфордская философская энциклопедия.