ჩინეთის ეროვნული ფარმაცევტული ჯგუფი
ტიპი | სახელმწიფო საწარმო |
---|---|
დარგი | ფარმაცევტიკა, ბიოტექნოლოგიები |
დაფუძნდა | 1998 |
სათავო ოფისი | პეკინი, ჩინეთი |
შემოსავალი | CNY247.110 მილიარდი (2014) |
მთლიანი შემოსავალი | CNY8.758 მილარდი (2014) |
სუფთა მოგება | CNY2.705 მილარდი (2014) |
შვილობილ(ებ)ი |
Sinopharm Group (56.79%); Trad. Chinese Medicine (37.59%); Shyndec Pharma. (41.62%); China National Biotec Group (95%); Tiantan Biological (53.30%) |
საიტი | sinopharm.com |
ჩინეთის ეროვნული ფარმაცევტული ჯგუფის კორპორაცია (CNPGC), აგრეთვე ცნობილი, როგორც Sinopharm-ი — ჩინეთის სახელმწიფო საწარმო, უმსხვილესი ჩინური ფარმაცევტული კორპორაცია. შტაბ-ბინა მდებარეობს პეკინში. აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრირების კომისია.[1]
2016 წელს, შემოსავლების მიხედვით კორპორაციების წლიური რანჟირების სისტემაში Fortune Global 500, Sinopharm-ს 205-ე ადგილი ეკავა.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინეთის ეროვნული ფარმაცევტული ჯგუფის კორპორაცია (ჩინ.: 中国医药集团总公司) 1998 წლის 26 ნოემბერს დაარსდა. 2009 წელს შეუერთდა ჩინეთის ეროვნულ ბიოტექნოლოგიურ ჯგუფს (ჩინ.: 中国生物技术集团公司).
2017 წელს, მისი ერთ-ერთი დანაყოფი, უხანის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი, DPT-ის (დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი) არაეფექტიანი ვაქცინების გაყიდვისთვის დააჯარიმეს.[3]
COVID-19-ის ვაქცინა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Sinopharm-ის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ ინაქტივირებული ვირუსის ტექნოლოგიით შექმნილი ერთ-ერთი ვაქცინაა BBIBP-CorV. 2020 წლის დეკემბერში, მისი კლინიკური ცდების III ფაზა დასრულდა არგენტინაში, ბაჰრეინში, ეგვიპტეში, მაროკოში, პაკისტანში, პერუსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში; ცდაში სულ 60 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.[4]
9 დეკემბერს, რაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ III ფაზის შუალედური შედეგები ვაქცინის 86-პროცენტიან ეფექტიანობაზე მიუთითებდა.[5] დეკემბრის ბოლოს, Sinopharm-მა განაცხადა, რომ შიდა ანალიზებმა 79%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.[6] მიუხედავად იმისა, რომ Pfizer–BioNTech-ისა და Moderna-ს მიერ ინფორმაციული რნმ-ის ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინების ეფექტიანობა უფრო მაღალია და 90 პროცენტს აჭარბებს, მათი დისტრიბუცია გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რადგან მოითხოვს უკიდურეს დაბალ ტემპერატურაზე შენახვას; რაც შეეხება Sinopharm-ის ვაქცინას, მისი ტრანსპორტირება და შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე.[7]
Sinopharm-ის ვაქცინას (BBIBP-CorV) იყენებენ აზიის,[8][9][10] აფრიკის,[11][12][13] სამხრეთ ამერიკისა[14][15][16] და ევროპის ქვეყნები.[17][18][19] 2021 წლის 4 მაისიდან ამ ვაქცინით იწყება 18-დან 55 წლამდე პირთა აცრა საქართველოშიც.[20] 2021 წელს Sinopharm-ი მილიარდი დოზის დამზადებას გეგმავს.[21] 26 მარტს Sinopharm-მა განაცხადა, რომ უკვე გამოყენებული იყო მისი ვაქცინის 80 მილიონ დოზაზე მეტი.[22]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როგორ მუშაობს „სინოფარმის“ ვაქცინა 1tv.ge
- ოფიციალური საიტი
- Official website of China National Pharmaceutical Foreign Trade Corporation დაარქივებული 2020-02-24 საიტზე Wayback Machine.
- Official website of China Sinopharm International Corporation დაარქივებული 2020-02-27 საიტზე Wayback Machine.
- Official website of China National Pharmaceutical Industry Corporation დაარქივებული 2020-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Official website of China National Medical Device Co., Ltd.
- Official website of China National Biotec Group დაარქივებული 2020-08-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 央企名录 (List of Central SOEs) zh. ციტირების თარიღი: 3 March 2016
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-13. ციტირების თარიღი: 2021-05-01.
- ↑ „Chinese President Xi Jinping orders crackdown over 'appalling' vaccine scandal“. South China Morning Post. 23 July 2018. ციტირების თარიღი: 29 November 2018.
- ↑ Reuters Staff (2020-11-19). „China Sinopharm's coronavirus vaccine taken by about a million people in emergency use“. Reuters. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
- ↑ UAE: Ministry of Health announces 86 per cent vaccine efficacy en. ციტირების თარიღი: 2020-12-13
- ↑ Wee, Sui-Lee; Qin, Amy (2020-12-30). „China Approves Covid-19 Vaccine as It Moves to Inoculate Millions“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-02-12.
- ↑ „China State-Backed Covid Vaccine Has 86% Efficacy, UAE Says“. Bloomberg.com (ინგლისური). 2020-12-09. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
- ↑ Liu R (2020-12-31). „China gives its first COVID-19 vaccine approval to Sinopharm“. Reuters. ციტირების თარიღი: 2020-12-31.
- ↑ Turak, Natasha. (2021-01-18) The UAE is on track to have half its population vaccinated by the end of March. ციტირების თარიღი: 2021-01-21
- ↑ Dawn.com. (2021-02-02) PM Imran kicks off Pakistan's Covid-19 vaccination drive en. ციტირების თარიღი: 2021-02-03
- ↑ Reuters Staff (2021-01-24). „Sisi says Egypt to begin COVID-19 vaccinations on Sunday“. Reuters. ციტირების თარიღი: 2021-01-24.
- ↑ Dumpis, Toms. (2021-01-27) Morocco Receives Half a Million Doses of Chinese Sinopharm Vaccine. ციტირების თარიღი: 2021-01-28
- ↑ Zimbabwe starts administering China's Sinopharm vaccines en (2021-02-18). ციტირების თარიღი: 2021-02-20
- ↑ Argentina autoriza la vacuna china Sinopharm para mayores de 60 años. ციტირების თარიღი: 2021-03-26
- ↑ Aquino, Marco (2021-02-10). „'The best shield': Peru launches inoculation drive with Sinopharm vaccine“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-02-10.
- ↑ Bolivia begins inoculation with Sinopharm jabs | The Star. ციტირების თარიღი: 2021-02-28
- ↑ Serbia Becomes First European Nation To Use China's Sinopharm Vaccine. ციტირების თარიღი: 2021-01-21
- ↑ Hungary first EU nation to use China's Sinopharm vaccine against COVID en (2021-02-24). ციტირების თარიღი: 2021-02-26
- ↑ Belarus begins COVID-19 vaccinations with Chinese shots en-EN (2021-03-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-18. ციტირების თარიღი: 2021-03-16
- ↑ „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება 1tv.ge
- ↑ Which companies will likely produce the most COVID-19 vaccine in 2021? en-US (2021-02-05). ციტირების თარიღი: 2021-02-28
- ↑ Liu, Roxanne (2021-03-26). „100 million doses of China Sinopharm's COVID-19 vaccines supplied globally“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-03-26.