ჩიგოიანის მესამე ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის მესამე ზურგიანი კოშკი - არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე დგას კოშკი, რომელიც შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. ზურგი აღმოსავლეთითაა მიმართული. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის დასავლეთ კედელშია გაჭრილი. კოშკისათვის სამშენებლო მასალად გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 214