ჩიგოიანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია XVII საუკუნეებში.

მდ. ქსნის სათავეებთან, ალპიურ ზონაში, მაღალი მთის პლატოზე არის ხეობის ნასოფლარი — ბაგინი, სადაც დგას საშუალო ზომის პირამიდული კოშკი. ოთხკუთხა კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია (6,6X6,5 მ) და ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. ოთხსართულიანი კოშკი შიგნით ფლეთილი ქვითაა ნაგები, ფასადები კი თლილი ქვით. კარი პირველ და მეორე სართულს ცალ-ცალკე აქვს ჩრდილოეთიდან. მათი თაღები შეისრული ფორმისაა და ორი დიდი ზომის თლილი ქვითაა შედგენილი. მეორე სართულზე აივანი იყო, რომელიც ეყრდნობოდა ქვის კონსოლურ ძელებს. (მარჯვენა ძელი მოტეხილია). პირველი სართულის კედლებში კარის მეტი სხვა არაფერია. მეორე და მესამე სართულის კედლები აღჭურვილია წვრილი სათოფურებით. მეოთხე სართულზე კი სათოფურების გარდა თითო სალოდეცაა ყოველი კედლის ცენტრში. კოშკის სართულშუა ხის გადახურვა ჩამოქცეულია. შემორჩენილია ხის კოჭის ბუდეები. ჩამოქცეულია სახურავიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 216