ალექსანდრე ჩიგოგიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩიგოგიძე, ალექსანდრე)

ალექსანდრე (ალიკო) ჩიგოგიძე (დ. 1 იანვარი, 1955, თბილისი, საქართველო — გ. 14 დეკემბერი, 2014, ნიუ-იორკი, აშშ) — ქართველი მათემატიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალიკო ჭოლას ძე ჩიგოგიძე დაიბადა 1955 წლის 1 იანვარს, ქალაქ თბილისში. ბავშვობაშივე გამოირჩეოდა დიდი მათემატიკური ნიჭით, იყო საქართველოს ნორჩ მათემატიკოსთა გუნდის წევრი და წარმატებით გამოდიოდა მოსწავლეთა საკავშირო მათემატიკურ ოლიმპიადებზე. 1972 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექნიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. მეორე კურსზე იყო, როცა სერიოზულად დაინტერესდა ტოპოლოგიით და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა როგორც ზოგად ასევე გეომეტრიულ ტოპოლოგიაში. ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი იყო როცა მისი პირველი ნაშრომები გამოქვეყნდა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1984 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტში ზოგადი ტოპოლოგიის კათედრაზე, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. მოსკოვის უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1989 წელს.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ალეკო ჩიგოგიძე ბრუნდება საქართველოში და მუშაობას აგრძელებს ანდრეა რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ ალეკო ჩიგოგიძე ემიგრაციაში წავიდა. ის ჯერ ცხოვრობდა კანადაში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. წლების მანძილზე იყო სრული პროფესორი სასკაჩევანის უნივერსიტეტში (კანადა), იყო მათემატიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში (აშშ) ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში იყო სტატენ-აილენდის (ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტი) მეცნირებისა და ტექნოლოგიის კოლეჯის დეკანი.

მისი ავტორობით გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო მონოგრაფია და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ალიკო ჩიგოგიძე იყო ცნობილი საერთაშორისო ჟურნალის Topology and Its Application მთავარი რედაქტორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. В. Федорчук, А. Ч. Чигогидзе. Абсолютные ретракты и бесконечномерные многообразия, . – Москва : Наука, 1992.
  • A. Chigogidze. Inverse Spectra. , NORTH-HOLLAND MATHEMATICAL LIBRARY VOL.53, 1996.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]