შინაარსზე გადასვლა

ჩვიბიანის მაცხოვრის ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვიბიანის მაცხოვრის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა მესტიის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
დეტალები

ჩვიბიანის მაცხოვრის ეკლესია (ჩვიბიანის ფუსდი) — ეკლესია საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემის სოფელ ჩვიბიანში. იგი დარბაზული ტიპისაა. ინტერიერს სამმალიანი ქვის კანკელი ამკობს. მასში დღემდე შემორჩენილია პატარა ვერცხლის ხატი წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებით, ჩარჩოზე სხვადასხვა დროის ცალკეული გამოსახულებებითა და სადა ნახევარსფეროებით. ქვედა ჩარჩოზე მოთავსებულია გაკრული ხელით შესრულებული ოთხსტრიქონიანი ნუსხური წარწერა, რომელშიაც ოსტატი მოხსენიებულია, როგორც მწერალი გაბრიელი. ტაძარი დათარიღებულია განვითარებული შუა საუკუნეებით. ნაგებია თლილი ქვით[1].

ტაძრის სიწმინდეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წელს ტაძარი მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. ამ პერიოდში ეკლესიაში დაცული ყოფილა მაცხოვრის მცირე ზომის ვერცხლის ჭედური ხატი ხუცური წარწერით, წმინდა გიორგის XIX საუკუნის ხატი, ორი წარწერიანი (ერთი მხედრული, მეორე კი არაბული წარწერით) და ორი უწარწერო ჯამი. ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ ის ხატები, რომელიც ამ ეკლესიაში დ. ბაქრაძეს უნახავს, გადაუტანიათ მურყმელის ეკლესიაში [2].

ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].