შინაარსზე გადასვლა

ჩვეულებრივი ხურმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი ხურმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  აბანოზისებრნი
სახეობა:  ჩვეულებრივი ხურმა
ლათინური სახელი
Diospyros lotus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 63524

ჩვეულებრივი ხურმა, კავკასიური ხურმა (ლათ. Diospyros lotus) — ზაფხულმწვანე ხე აბანოზისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 16 მეტრს აღწევს. მოსქელო, მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსური ფოთლები აქვს. ნაყოფი ხორცოვანი კენკრაა, მოშავო-მურა ფერისაა და ლეგა ლურჯი დაჰკრავს.

გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე ინდოეთში და კავკასიაში. ამიერკავკასიაში იზრდება დასავლეთ ნაწილში, კახეთსა და აზერბაიჯანში, მთის ქვედა, ნაწილობრივ ზედა სარტყელებამდე ზღვის დონიდან 1500 მ-დე, ფოთლოვან ტყეებში. ამიერკავკასიაში მის ბუნებრივ არსებობას ადასტურებს ნამარხი ნაშთები.

ჩვეულებრივი ხურმა სწრაფმზარდია, ცოცხლობს 200 წელზე მეტს. მცენარე სინათლისა და ტენის მოყვარულია. უძლებს 20°C მდე ყინვას. ყვავილობს ივნისში, მსხმოიარობს ოქტომბერ-ნოემბერში. თითო ძირი 30 — 80 კგ ნაყოფს ისხამს. შეიცავს C ვიტამინს. იძლევა ძვირფას „მწვანე ამბანოზის ხის“ მერქანს. ჩვეულიბრივი ხურმა საქართველოს „წითელ წიგნშია“ შესული (1982).