ჩვეულებრივი სურო[1] (ლათ.Hedera helix) — მცენარეარალიისებრთაოჯახისა. მიწაზე გართხმული და მცოცავი ლიანა ბუჩქია. უნაყოფო ყლორტების ფოთლები სამკუთხა-კვერცხისებური ფორმისაა, 3–7-ნაკვთიანი. ნაკვთები-ისრისებურია, შეფერილობით — მუქი მწვანე, ზედა მხარეზე მოხატული ძარღვების შეფერილობის გამო ზოგჯერ მოთეთრო. სანაყოფე ყლორტების ფოთლები მთლიანი, კვერცხისებური ან რომბისებურია. ყვავილედი წარმოადგენს სწორადმდგომ ქოლგას. გვირგვინი მწვანე ფერისაა. ყვავის სექტემბერ-თებერვალში, ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივლისში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე — ტყეებსა და ბუჩქნარებში.[2]