ჩვეულებრივი კულუმბური
იერსახე
| ჩვეულებრივი კულუმბური | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Coccothraustes coccothraustes (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22720681 | |||||||||||||||
| |||||||||||||||

ჩვეულებრივი კულუმბური[1] ან უბრალოდ კულუმბური[2] (ლათ. Coccothraustes coccothraustes) — ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომის ფრინველია. მათი სხეულის სიგრძე 18 სმ აღწევს. გვხვდება შერეულ და ფოთლოვან ტყეებში, კორომებში, ბაღებში, პარკებსა და სხვა. იკვებება ალუბლისა და შოთხვის კენკრით, აგრეთვე ცირცელისა და ანწლის თესლითა და სხვ. აქვთ ღრმა ჯამისებრი ბუდე, რომელთა კედლები და ძირი ნაგებია ფხვიერი მასალით. დიამეტრი — 200–220 მმ. ჩვეულებრივი კულუმბური ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გვხვდება კავკასიაშიც (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩვეულებრივი კულუმბური – Coccothraustes coccothraustes[მკვდარი ბმული] (ინგლისური)
- ჩვეულებრივი კულუმბური – Coccothraustes coccothraustes დაარქივებული 2012-11-07 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ hawfinch — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 128.
