ჩვეულებრივი კულუმბურები
იერსახე
ჩვეულებრივი კულუმბურები | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Coccothraustes coccothraustes | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22720681 | |||||||||||||||
|
ჩვეულებრივი კულუმბურები (ლათ. Coccothraustes coccothraustes) — ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომის ფრინველია. მათი სხეულის სიგრძე 18 სმ აღწევს. გვხვდება შერეულ და ფოთლოვან ტყეებში, კორომებში, ბაღებში, პარკებსა და სხვა. იკვებება ალუბლისა და შოთხვის კენკრით, აგრეთვე ცირცელისა და ანწლის თესლითა და სხვ. აქვთ ღრმა ჯამისებრი ბუდე, რომელთა კედლები და ძირი ნაგებია ფხვიერი მასალით. დიამეტრი — 200-220 მმ. ჩვეულებრივი კულუმბურები ფართოდ არიან გავრცელებული ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გვხვდება კავკასიაშიც (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი).