ჩვეულებრივი გომბეშო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი გომბეშო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bufo verrucosissimus (Pallas, 1814)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 39421

ჩვეულებრივი გომბეშო, კავკასიური გომბეშო (ლათ. Bufo verrucosissimus) — უკუდო ამფიბია გომბეშოსებრთა ოჯახისა. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, ფშავის არაგვის ხეობასა და ლაგოდეხში. ბინადრობს ტყეში, ბაღებში, ბუჩქნარებში. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ -მდე აღწევს. მსხვილია, ზემოდან მურა ფერის ან ერთფეროვანი, აქვს მუქი ლაქები. იკვებება უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ პატარ-პატარა ხერხემლიანი ცხოველებითაც. კარგად აქვს განვითარებული შხამიანი ჯირკვლები — პაროტიდები, რომლებიც ადამიანისათვის საშიში არ არის. მთაში გვხვდება ზღვის დონიდან 3000 -მდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]