ჩვეულებრივი გველიჭამია არწივი
იერსახე
ჩვეულებრივი გველიჭამია არწივი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Circaetus gallicus (Gmelin, 1788) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22734216 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
მხოლოდ ბუდობისას
მთელი წლის განმავლობაში
მიგრაციის დროს
გამოზამთრებისას | |||||||||||||||
|
ჩვეულებრივი გველიჭამია არწივი,[1] ძერაბოტი,[1][2] ან უბრალოდ გველიჭამია არწივი (ლათ. Circaetus gallicus) — ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.
გავრცელებულია აზიაში, აფრიკაში, ევროპაში, კავკასიაში. საქართველოში გვხვდება იშვიათად. ვრცელდება ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე.
მისი სხეულის სიგრძეა 67–72 სმ, ფრთების შლილი — 160–190 სმ, მასა 2,2 კგ-მდე, დედალი მამალზე დიდია. ბინადრობს როგორც ტყეებში, ისე ღია ადგილებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილ-მაისში დებს 1–2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი მორიგეობით. იკვებება ქვეწარმავლებით (მათ შორის შხამიანი გველებით), ამფიბიებით, პატარა ფრინველებითა და მწერებით. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 608.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 short-toed snake eagle — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ ელერდაშვილი ა., უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ-ჰ), თბ., 2004.