ჩვენი ცხოვრება (ბოლშევიკური გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩვენი ცხოვრება.

ჩვენი ცხოვრება — ყოველდღიური ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი. გამოდიოდა 1907 წლის 18 თებერვლიდან 6 მარტამდე იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით. რედაქტორ-გამომცემელი — გ. კვაჭაძე. გამოვიდა 13 ნომერი. გაზეთი II სათათბიროს გახსნისა და მუშაობის პერიოდში რევოლუციური ტრიბუნის როლს ასრულებდა. განმარტავდა ბოლშევიკების ტაქტიკას სათათბიროს მიმართ, ამხილებდა ლიბერალურ ბურჟუაზიულ კონტრრევოლუციურ ბუნებას, აკრიტიკებდა ანტიპროლეტარიულ პარტიებს. აქვეყნებდა მასალას საქართველოსა და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის შესახებ. დაბეჭდილია ვ. ი. ლენინის მიერ რსდმპ V ყრილობაზე წარსადგენად შემუშავებული რეზოლუციის პროექტი „ბურჟუაზიულ პარტიებთან დამოკიდებულების შესახებ“ და ი. სტალინის მრავალი სახელმძღვანელო სტატია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]