ჩვენი ამბავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვენი ამბავი
ავტორი ღამის შოუ სტუდია
სცენარი ირაკლი კალანდაძე
გუჯა მაჭარაშვილი
ქეთი ორაგველიძე
ნიკა მზარეულიშვილი
ბექა ჭყოიძე
ნოე ჟორჟოლიანი
რეჟისორი პაატა მეიშვილი
მონაწილეობენ ტატო ჩახუნაშვილი
ნატა ზარნაძე
ლევან ბუაძე
რუსკა მაყაშვილი
მთავარი თემა მგონი მიყვარხარ
კომპოზიტორ(ებ)ი ზურა ჯავახია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 1
სერია 31
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი მარიამ მდინარაძე
ოპერატორი გიორგი ჭიღლაძე
ბექა ჯანელიძე
გია ღვინიაშვილი
გიორგი სიბაშვილი
ხანგრძლივობა 45 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი ტელეკომპანია იმედი
ეთერში 14 სექტემბერი, 201312 დეკემბერი, 2013
დაკავშირებული შოუები შუა ქალაქში
10 წლის შემდეგ (ტელესერიალი)
ცოლები და ქმრები (სერიალი)


„ჩვენი ამბავი“ — ქართული ტელესერიალი რომელიც ღამის შოუს სტუდიამ გადაიღო სიტკომის ფორმატში, რომლის ჩვენებაც 2013 წლის 14 სექტემბერს დაიწყო ტელეკომპანია იმედის ეთერში და სულ 1 სეზონსა და 31 სერიას მოიცავს. ბოლო სერია 2013 წლის 12 დეკემბერს შედგა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის ისტორია წარუმატებელ მწერალზე, რომელიც წერს ამბავს მის მეგობრებზე და ერთადერთ სიყვარულზე. თავგადასავლები და კომედიური სიტუაციები, რომელიც ერთ პატარა ამბავშია გაერთიანებული.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალში მოქმედება ვითარდება თბილისის ერთ-ერთ უბანში. ღამის შოუს სტუდია სერიალისთვის სპეციალურად ამზადებდა დეკორაციას და გადაღებები მიმდინარეობდა სამ სხვადასხვა პავილიონში: გიორგისა და თამუნას სახლში, ზურას სახლში და ბარში. სტუდიის დიზაინს ქმნიდა ვანო ჭელიძე და ქეთი გუჯაბიძე

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალურად სერიალისთვის:

მსახიობი გმირი
ტატო ჩახუნაშვილი ზურა
ნატა ძარნაძე ქეთი
ლევან ბუაძე ნიკა
რუსკა მაყაშვილი ეკატერინე
როლანდ ოქროპირიძე გიორგი
ნიკა კუჭავა თორნიკე
ნინო შავგულიძე თამუნა
ნოე ჟორჟოლიანი რობერტი
დიმიტრი ტატიშვილი მამუკა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]