ჩვენებურები (ფესტივალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩვენებურები (მრავალმნიშვნელოვანი).

„ჩვენებურები“ — ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი; ტარდება საქართველოში, ყოველწლიურად 2002 წლიდან.

ფესტივალი მიზნად ისახავს საზღვარგარეთის ქართულ დიასპორებთან კულტურული კავშირების აღდგენასა და შენარჩუნებას, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას. მასში მონაწილეობენ საქართველოში მოღვაწე, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული შემოქმედებითი ჯგუფები და ის უცხოური კოლექტივები, რომელთა რეპერტუარში დიდი ადგილი უჭირავს ქართულ სიმღერასა და ცეკვას. ფესტივალის პრეზიდენტია პროფ. გიული ალასანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]