ჩეხური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტრადიციული ჩეხური სვიჩკოვა

ჩეხური სამზარეულო (ჩეხ. Česká kuchyně) — ტრადიციული ჩეხური კერძების ერთობლიობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. იგი მდიდარია სუპებით, ხორცის კერძებითა და დესერტებით. ყველაზე ცნობილი ჩეხური გასტრონომიის ნიმუშებია კომპოტი და ლუდი პილსნერი. ჩეხურ კულინარიაზე ძლიერი გავლენა აქვს უნგრულ, ავსტრიულ, პოლონურ და გერმანულ სამზარეულოებს.

სუპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეხური სუპი, სახელად კისელიკა

სუპს ჩეხურ სამზარეულოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამის გამო მათ სუპის მრავალი სახეობა შექმნეს და მათი მომზადებისას იყენებენ თითქმის ყველა ინგრედიენტს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ნივრის სუპი კრუტონებით, რომელიც სოსისთან, შემწვარ კვერცხთან ან ყველთან ერთად მიირთმევა. აგრეთვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მწნილისაგან გაკეთებული ყაბაყის სუპი, იგივე ზელნიაჩკა, რომელიც აგრეთვე სოსისთან ერთად მიირთმევა. ჩეხეთში საკმაოდ გავრცელებულია ვლახური (რუმინული) წარმოშობის სუპი, სახელად კისელიკა, რომელიც მზადდება ბეკონით, ფქვილის კრემით, კვერცხით, კარტოფილითა და სოსისით.

სახლში მომზადებული სუპებიდან ყველაზე გავრცელებულია წიწიბურის, მსხლისა და ლობიოს სუპები. აგრეთვე პოპულარულია უნგრული წარმოშობის სუპი გულიაში, რომელიც საკმაოდ ნოყიერი ხორციანი სუპია და მიირთმევენ პურთან ან ატრიებთან ერთად. აგრეთვე ცნობილია ბრამბორაჩკად წოდებული კარტოფილის სუპი, რომელიც მზადდება კარტოფილის, ხახვის, სტაფილოს, ოხრახუშისა და ნივრისაგან. ტრადიციულ საშობაო კერძად ითვლება თევზის სუპი (ჩეხ. rybí polévka).

სხვა ჩეხური სუპებიდან აღსანიშნავია სოკოს სუპი (ჩეხ. houbová polévka), პომიდვრის სუპი (ჩეხ. rajská polévka), ბოსტნეულის სუპი (ჩეხ. zeleninová polévka), ხახვის სუპი (ჩეხ. cibulačka) და პურის სუპი (ჩეხ. chlebová polévka). კულაიდა არის სამხრეთბოჰემიური, წყლით, ნაღებით, სანელებლებით, სოკოთი, კვერცხითა და კარტოფილით მომზადებული სუპი.

ხორცის კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული „ბოჰემიური ლანგარი“, რომელზეც წარმოდგენილია შემწვარი იხვი, შემწვარი ღორის ხორცი, ლუდის სოსისი, წითელი და თეთრი ყაბაყი, თეთრი ჩეხური პური, ბეკონი და კარტოფილის ატრიები

თავად ტრადიციული ჩეხური ხორცის კერძები, როგორც წესი მზადდება თევზისა და ფრინველების ხორცისაგან, დანარჩენები კი სხვა ქვეყნების გასტრონომიიდანაა აღებული.

ჩეხეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ავსტრიული შნიცელი, ავსტრიული ატრიები, უნგრული გულიაში, პოლონური სოსისები, გერმანული შაშხი და სხვა მრავალი უცხოური ხორცის კერძი.

ერთ-ერთ მთავარ ჩეხურ ხორცის კერძადაა აღიარებული სვიჩკოვა, რომელიც მზადდება ღორის ან საქონლის ხორიცით, ნაღებითა და სპეციალური სოუსით, რომელიც უმეტესად მზადდება სტაფილოსგან და ემატება ლიმონის წვენი.

ასევე აღსანიშნავია ჩეხურ ბურგერად წოდებული კარბანატკი, დამზადებული ღორის, საქონლის ან თევზის ხორცით, შემწვარი კვერცხითა და სოუსით. ასევე ცნობილი კერძია უზენე, კარტოფილის ატრიებთან, შემწვარ ხახვთან და გამომცხვარ ისპანახთანე ერთად მომზადებული შებოლილი ხორცი.

ჩეხეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქათმის, იხვისა და ინდაურის ხორცი, ამიტომაც კერძები ძირითადად მათგან მზადდება. ასეთი კერძებია: ქათამი პაპრიკის სოუსით, შემწვარი იხვი წითელი ყაბაყითა და კარტოფილის ატრიებით, შემწვარი ინდაური ბეკონით და ა.შ.

რაც შეეხება თევზეულს, ისინი იყენებენ სარდინებს, ორაგულს, ტუნასა და ანჩოუსს. მათგან მომზადებული კერძები ძირითადად შობაზე მიირთმევა.

ტკბილეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშობაო ორცხობილები

ჩეხეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ავსტრიული ვაშლის შტრუდელი, რომელსაც როგორც თბილად, ისე ცივად მიირთმევენ და იყიდება მრავალ მაღაზიასა თუ რესტორანში. როგორც წესი, თავად ჩეხები ტკბილეულში ხშირად იყენებენ ხილს, ყაყაჩოს ყვავილსა და ახალ ყველსაც კი. ჩეხური სამზარეულო მდიდარია ნამცხვრებით, ტორტებით, ფრიტებით, ატრიებითა და ტარტებით.

აღსანიშნავია, რომ ჩეხურ ქორწილში, დღესასწაულზე, დაკრძალვასა და დაბადების დღეზე სხვადასხვა სახის, სპეციალურად ამ დღისთვის განკუთვნილი ტკბილეული გამოიყენება. საკონდიტრო ნაწარმში ყველაზე ხშირად გამოიყენებენ ქლიავსა და გარგარს.

ხშირ შემთხვევაში, ტკბილი ცომის მომზადებისას იყენებენ კარტოფილს, ხილს, ან მურაბას. განსაკუთრებულად პოპულარული ტკბილეულია პალაჩინკი და ნამცხვარი ბუბლინა, რომელიც მზადდება ნაღებით, კვერცხით, შაქრითა და სეზონური ხილით, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ალუბლის ბუბლინა.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეხური ლუდი პოლსნერი

ოფიციალური მონაცემებით დგინდება, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტ ლუდს მოიხმარს. აქ ყველაზე გავრცელებული, პოპულარული და დომინანტი ლუდია პილსნერი. როგორც წესი, ლუდის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი სასმელია ღვინო, რომელიც მხოლოდ მორავიაში იწარმოება. ასევე აღსანიშნავია ჩეხური ხილის კონიაკები: სლივოვიცი და პალენკა. ისინი ჩეხეთშივე იხდება და მის ეროვნულ სასმელად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ე.წ. „ჩეხური რომი“, რომელიც კარტოფილის ან შაქრის ჭარხლისაგან მზადდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პილსნერის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადია გერმანიაში წარმოებული ბავარიული ლუდი (ჩეხ. Bavorské pivo). კოფოლა არის უალკოჰოლო, ჩეხური გამაგრილებელი სასმელი, რომელიც შეფერილობითა და გემოთი თანამედროვე კოკა-კოლას ჰგავს, თუმცა მისგან განსხვავებით ტკბილი არაა. კოფოლა კომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში გამოიგონეს, რათა ამერიკული კოკა-კოლა ჩაენაცვლებინათ და იგი იმდენად პოპულარული გახდა ჩეხეთში, რომ მისი წარმოება დღემდე აქტიურად გრძელდება, თუმცა მისი საზღვარგარეთ გასაყიდად გატარა არ ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Krondl, Michael. Sweet Invention: A History of Dessert. Chicago Review Press. p. 265.
  • Czech Foodie Map - Everything You Need to Know About Czech Cuisine, Eating Europe. Retrieved 12 April 2016.
  • Horálková, Elena (27 July 2005). ""Bábovka" - un dulce con larga tradición". Radio Prague (in Spanish). Retrieved 2 January 2014.
  • O'Connor, Coilin (12 December 2007). "Pardubice – the "best place to live in the Czech Republic"". Radio Prague. Retrieved 1 January 2014.
  • Vokurková, Iva (15 March 2009). "Czech eating habits take a turn for the better". Radio Prague. Retrieved 1 January 2014.
  • Velinger, Jan (24 July 2009). "Czechs pick billions worth of forest mushrooms, berries annually". Radio Prague. Retrieved 2 January 2014.