შინაარსზე გადასვლა

ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა (ჩეხ. Národní knihovna České republiky) — ჩეხეთის ცენტრალური ბიბლიოთეკა. ხელმძღვანელობს კულტურის სამინისტრო. ბიბლიოთეკის მთავარი შენობა მდებარეობს ისტორიულ კლემენტინუმის შენობაში პრაღის ცენტრში, სადაც ინახება მისი წიგნების დაახლოებით ნახევარი. კოლექციის დანარჩენი ნაწილი ინახება ჰოსტივარის რაიონში.[1] ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩეხეთის უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს დაახლოებით 6 მილიონ დოკუმენტს. ბიბლიოთეკას ამჟამად ჰყავს 20 627 რეგისტრირებული მკითხველი.[2] მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ჩეხურ ტექსტებს შეიცავს, ბიბლიოთეკა ასევე ინახავს ძველ მასალებს თურქეთიდან, ირანიდან და ინდოეთიდან.[3] ბიბლიოთეკა ასევე ინახავს წიგნებს პრაღის კარლის უნივერსიტეტისთვის.[4]

XIII საუკუნეში პრაღის ძველ ქალაქში დომინიკელთა მონასტერში დაარსდა სკოლა Studium generale . ეს სკოლა, ბიბლიოთეკის ჩათვლით, XIV საუკუნეში შეუერთდა უნივერსიტეტს.

1556 წელს იეზუიტთა ორდენის ბერებმა დომინიკელთა მონასტრის ნანგრევებზე ააგეს პანსიონი, რომელსაც კლემენტინუმი ეწოდა. 1622 წლიდან იეზუიტები ასევე მართავდნენ კარლის უნივერსიტეტს და მათი ყველა ბიბლიოთეკა კლემენტინუმში იყო განთავსებული.

იეზუიტების დამხობის შემდეგ, უნივერსიტეტი 1773 წელს სახელმწიფო ინსტიტუცია გახდა, ხოლო 1777 წელს მარია ტერეზიამ ბიბლიოთეკა „იმპერიულ-სამეფო საზოგადოებრივ და უნივერსიტეტულ ბიბლიოთეკად“ გამოაცხადა. 1882 წელს უნივერსიტეტის ჩეხურ და გერმანულ უნივერსიტეტებად გაყოფის შემდეგაც კი, ბიბლიოთეკა საერთო ინსტიტუციად დარჩა.

1918 წელს საზოგადოებრივი და უსანივერსიტეტო ბიბლიოთეკა გადაეცა ახლად დაარსებული ჩეხოსლოვაკიის მთავრობას. 1924 წელს დაარსდა სლავური ბიბლიოთეკა (Slovanská knihovna) და 1929 წელს გადაიტანეს კლემენტინუმში; ის ჯერ კიდევ ეროვნული ბიბლიოთეკის ავტონომიური ნაწილია. 1935 წელს ბიბლიოთეკას უწოდეს „ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა“ (Národní a univerzitní knihovna). იმავე წელს შემოიღეს კანონი სავალდებულო საცავი ეგზემპლარის შესახებ, ეს პრაქტიკა 1781 წლიდან მოდის, როდესაც პრაღელი მბეჭდავები ვალდებული იყვნენ თავიანთი ნაბეჭდი მასალის სავალდებულო ეგზემპლარები ბიბლიოთეკისთვის ჩაებარებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეხური უნივერსიტეტები და კოლეჯები 1939 წელს ჩეხოსლოვაკიის გერმანული ოკუპაციის შემდეგ დაიხურა, ბიბლიოთეკა აგრძელებდა მუშაობა „მუნიციპალური და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის“ (Zemská a univerzitní knihovna) სახელით.

1958 წელს პრაღის ყველა დიდი ბიბლიოთეკა შეერთდა ერთ ცენტრალიზებულ ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიბლიოთეკას (Státní knihovna CSR).

1990 წელს ბიბლიოთეკას უწოდეს დღევანდელი სახელი: ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა. ახალი საცავი შენობა, ცენტრალური საცავი ჰოსტივარში, გაიხსნა 1996 წელს.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Need for new library intensifies. The Prague Post (28 May 2008). ციტირების თარიღი: 8 May 2014
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.დაარქივებული ასლი. ციტირების თარიღი: 2025-07-04
  3. National Library's rare prints and manuscripts at the click of a mouse. Radio Prague (2005-11-24). ციტირების თარიღი: 2019-12-18
  4. Tucker, Aviezer (18–24 February 2009). „Opinion“ (PDF). The Prague Post. Prague. p. A4. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 May 2014. ციტირების თარიღი: 8 May 2014.
  5. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.From Klementinum's History. National Library of the Czech Republic, Prague (2012). ციტირების თარიღი: 2019-09-16