ჩეხეთის თემები
იერსახე
ჩეხეთის თემები (ჩეხ. Obec) — ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული ჩეხეთის რესპუბლიკაში. სულ ჩეხეთში 6254 თემია, აქედან 27 ქალაქი, 583 დაბა, 232 სავაჭრო დაბა და 5412 სასოფლო თემი.
საკრებულო აირჩევა პირდაპირი წესით 4 წლის ვადით. საკრებულო ნიშნავს კომიტეტის წევრებს და მერს, რომელსაც პატარა თემებში ეწოდება სტაროსტა და დიდ ქალაქებში პრიმატორი. მერი ავადროულად არის საკრებულოს წევრი. თემებში, სადაც საკრებულოს წევრთა რაოდენობა 15-ზე ნაკლებია, კომიტეტი არ იქმნება და ინიშნება მხოლოდ მერი.
თემის უფლებამოსილებებში შედის ადგილობრივი განვითარება, სოფლის მეურმნეობის და ტყის მართვა, მუნიციპალური პოლიცია, ყალმომარაგება და კანალიზაცია, ნარჩენების მართვა, დაწყებითი განათლება, სოციალური მომსახურება, ურბანული დაგეგმვა და მიწათსარგებლობა, საჯარო ტრანსპორტი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|