ჩეჩნეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეჩნეთის დროშა
ჩეჩნეთი
მიღებულია 22 ივნისს, 2004 წელს
პროპორცია 2:3
დროშის ავტორი რამზან კადიროვი
წინა დროშები


პრორუსული ოპოზიციის დროშა ჩეჩნეთში,

შემდეგ კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროშა 2004 წლამდე.
პროპორცია 7:11

ჩეჩნეთის დროშაჩეჩნეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო. დროშას აქვს ოთხკუთხედის ფორმა, მისი სიგანის სიგრძესთან თანაფარდობა 2:3 -ის ტოლია, იგივე თანაფარდობაა, როგორიც ააქვს რუსეთის ფედერაციის დროშას.

დამტკიცებულია პრეზიდენტი სერგეი აბრამოვის მიერ 2004 წლის 22 ივნისს. იგი ხელახლა მიიღეს 2008 წლის 15 მაისს, როდესაც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონები ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ემბლემის, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ, რომელიც დასამტკიცებლად წარადგინა რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა.[1]ადრე, ჩეჩნეთის სახელმწიფო დროშა და გერბი გამოიყენებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.[2].

დროშის ფერები ატარებენ გარკვეულ მნიშვნელობებს. მწვანე, ჰორიზონტალური ოთხკუთხედი დაკავშირებულია ისლამთან, თეთრი ფერი აღნიშნავს მშვიდობას ან კავკასიონის მთებს, ხოლო წითელი ფერი ასახავს სისხლისღვრას. ჰორიზონტალური ფერების გარდა, დროშაზე გამოსახულია ვერტიკალურ თეთრ ფერზე გამოსახული ორნამენტები.

ჩეჩნეთის დროშა, ამჟამინდელი დროშის დამტკიცებამდე, ასევე იყო პრორუსული ოპოზიციის დროშა, ჩეჩნეთის იჩხერიის რესპუბლიკის დროიდან. დროშა შედგებოდა მწვანე, წითელი და თეთრი ფერებისგან. დროშის სიგანის სიგრძესთან თანაფარდობა 7:11 -ის ტოლია. ჰორიზონტალურად განლაგებული 5 ზოლის ფერების თანმიმდევრობა იყო შემდეგნაირი: მწვანე, წითელი, თეთრი, წითელი და მწვანე. ზემოდან პირველი მწვანე ფერი იკავებდა დროშის ორ მესამედს, დანარჩენი ფერები (წითელი, თეთრი, წითელი და მწვანე) კი ერთ მესამედს. ფერთა თანაფარდობის კოეფიციენტი 4: 1: 1: 1: 1 -ს შეადგენდა.[3].

ამჟამად ამ დროშას იყენებენ საფეხბურთო კლუბ ახმატის (გროზნო) გულშემატკივრები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კავკასიის საამირო და მისი დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კავკასიის კავშირის დროშა 1919—1920 წლებში

1919 წლის სექტემბერში, ჩეჩნეთის სოფელ ვედენოში, გამოაცხადდა ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებლობა და ჩრდილოეთ კავკასიის კავშირი შექმნა. სახელმწიფო მოიცავდა დაღესტნის მთიან რაიონებს, მთის ჩეჩნეთს და ინგუშეთის იმ ნაწილს, რომელსაც არ ჰქონდა დადგენილი საზღვრები.

ჩრდილოეთ კავკასიის კავშირის დროშა იყო მწვანე ფერის, რომელზედაც თეთრი ნახევარმთვარე იყო გამოსახული და მის ზემოთ სამი ვარსკვლავი ერთნაირი ვარსვლავი. დროშის სიგრძის თანაფარდობა მის სიგანეზე არის 2:1-თან. [1]


ჩეჩნურ-ინგუშური ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის დროშა 1937-1944 წლებში

1922 წლის 30 ნოემბერს ჩამოყალიბდა ჩეჩნეთის ავტონომიური რეგიონი. ქალაქი გროზნო თავდაპირველად გამოიყო, როგორც სპეციალური პროვინცია. 1925 წელს იგი გახდა ახლადშექმნილი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ცენტრი.

1934 წლის 15 იანვარს ჩამოყალიბდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რეგიონი. 1936 წლის 5 დეკემბერს იგი გადაკეთდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკად. 1937 წლის 22 ივნისს ჩეჩნურ-ინგუშეთის ასსრ-ის რიგგარეშე III კონგრესმა მიიღო კონსტიტუცია. ამდროს შეიცვალა ძველი დროშა, ახალი კი მოქმედებდა 1937-1944 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]