ვალერი ჩეჩელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩეჩელაშვილი, ვალერი)
ვალერი ჩეჩელაშვილი
ვალერი ჩეჩელაშვილი
ვალერი ჩეჩელაშვილი 2015 წელს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2005 – 29 ივნისი, 2005
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედიზურაბ ნოღაიდელი
მემკვიდრეალექსი ალექსიშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
აგვისტო, 2004 – თებერვალი, 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიკონსტანტინე კემულარია
მემკვიდრეირაკლი ჩუბინიშვილი

დაბადებული17 მარტი, 1961 (1961-03-17) (63 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლემარინე ნეფარიძე
შვილები3

ვალერი ჩეჩელაშვილი (დ. 17 მარტი, 1961, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2005 წლის 17 თებერვლიდან 29 ივნისამდე, 2004-2005 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.[1] ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1961 წლის 17 მარტს.[2] 1983 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი სპეციალობით — საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.[3]

1978 წლის აპრილიდან 1987 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს მთავარი ინჟინერი; 1987–1989 წლებში საქართველოს სახელმწიფო გაერთიანება „საქკურორტის“ განყოფილების გამგის მოადგილე; 1989–1994 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ პირველ მდივნად, ხოლო შემდეგ ამავე სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, პირველ მოადგილედ, სამმართველოს უფროსად, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად.

1994 წლის 22 აგვისტოდან ჩეჩელაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

1994–1998 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში,[4] 1996-1998 წლებში კი მოლდოვისს რესპუბლიკაში.[5] 1998 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ; 2000 წლის აპრილიდან 2004 წლის აგვისტომდე მუშაობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივნად, ამავე დროს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო რეზერვში.

2004 წლის აგვისტოდან 2005 წლის თებერვალამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში; 2005 თებერვალში დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრად; 2005–2007 წლებში იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს, ხოლო 2007–2015 წლებში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (GUAM) გენერალური მდივანის თანამდებობას.[6]

2016 წელს შეუერთდა საქართველოს „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ პარტიას.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-30. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2019.
  2. ვალერი ჩეჩელაშვილის დეკლარაციები. declaration.gov.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 „თავისუფალ დემოკრატებს“ ვალერი ჩეჩელაშვილი შეუერთდა. Newposts.ge (27 ივლისი, 2016). ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2019.
  4. ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.
  5. ურთიერთობები საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის შორის. საქართველოს საელჩო მოლდოვის რესპუბლიკაში. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.
  6. სუამი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-12. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2019.