ჩეშმეს სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეშმეს სასახლე
Чесменский дворец
კოორდინატები 59°51′27″N 30°19′40″E / 59.857378° ჩ. გ. 30.327731° ა. გ. / 59.857378; 30.327731
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი იური ფელტენი
სტილი ფსევდოგოთიკა
თარიღდება 1774-1777
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810314000

ჩეშმეს სასახლე (რუს. Чесменский дворец) — იმპერატორის სამოგზაურო სასახლე, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. ააშენეს არქიტექტორ იური ფელტენის პროექტის მიხედვით იმპერატორ ეკატერინე II-ის დაკვეთით. ჩეშმეს ეკლესიასთან ერთად ქმნის უნიკალურ არქიტექტურულ ანსამბლს.

სახელი ეწოდა ჩეშმეს ბრძოლაში რუსეთის გამარჯვების პატივსაცემად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია, რომელზეც ამჟამად ციხესიმაგრეა განთავსებული იყო ჭაობიანი და უწოდებდნენ „ბაყაყების ჭაობს“ ან „კიკერიკის“. ჩრდილოეთის ომის შედეგად ეს მიწები რუსეთის სამეფო ოჯახის კუთვნილებაში გადავიდა.

1774 წელს ეკატერინე II-მ გადაწყვიტა აეშენებინა სამოგზაურო სასახლე, რათა დაესვენებინა მოგზაურობის პერიოდში საზაფხულო რეზიდენციაში. სასახლის მშენებლობას ხელმძღვანელობდა იური ფელტენი. ჩეშმეს სასახლის მშენებლობა ჩეშმეს ეკლესიასთან ერთად დასრულდა 1777 წელს.

სასახლის მეორე სართულზე მდებარე მრგვალ დარბაზს იყენებდნენ წმინდა გიორგის კავალრები იმპერატრიცასთან შეხვედრისას. რუსეთის მთავარმა სამხედრო ორდენმა აქ დააჯილდოვა კუტუზოვი, სუვოროვი და სხვა მხედართმთავრები.

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც სწორედ ამ ადგილზე მიიღო იმპერატრიცამ ცნობა ჩეშმეს ბრძოლაში გამარჯვების შესახებ. თუმცა ეს სანდო წყარო არაა, გარდა ამისა სასახლეს 10 წელი ერქვა კიკერიკენის სასახლე ადგილის ფინური სახელიდან გამომდინარე. ჩესმენის სასახლე ეწოდა 1780 წელს ბრძოლაში რუსეთის გამარჯვებიდან 10 წლის შემდეგ.

1796 წელს ეკატერინე II გარდაიცვალა და ციხესიმაგრე პავლე I-ის მმართველობაში გადავიდა, რომელიც გატჩინოს ანიჭებდა უპირატესობას და ჩეშმეს სასახლე პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა.

ალექსანდრე I-ის მმართველობის პერიოდში საზაფხულო რეზიდენცია მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს, თუმცა ისიც არაპირდაპირი დანიშნულებით.

1919 წელს თავშესაფარი დახურეს, რის შემდეგაც სასახლეში საკონცენტრაციო ბანაკი „ჩეშმენკა“ განათავსეს. 1930-იან წლებში სასახლე გადასცეს ავტოსაგზაო ინსტიტუტს, ხოლო 1941 წელს ლენინგრადის საავიაციო ინსტიტუტს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სასახლე ძლიერ დაზიანდა. 1946 წელს იგი გაარემონტეს არქიტექტორ ა. ვ. კორიაგინის პროექტის მიხედვით და მასში განათავსეს ლენინგრადის აეროკოსმოსური ინსტიტუტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Е. А. Тартаковская /. Чесменский дворец. — Л.: Изобразительное искусство, 1927.
  • М. Ф. Коршунова /. Юрий Фельтен. — Л.: Лениздат, 1988. — С. 69—73. — 142 с. — ISBN 5-289-00117-4.
  • Н. И. Баторевич /. Чесменский дворец. — СПб.: Белое и Черное, 1997. — 160 с.