ვასილ ჩერქეზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩერქეზიშვილი, ვასილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩერქეზიშვილი.
ვასილ ჩერქეზიშვილი
ვასილ ჩერქეზიშვილი
ტფილისის ქალაქის თავი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1907 – 1909
მონარქი  ნიკოლოზ II
წინამორბედიქროსტოფორ ავაკუმიან ვერმიშიანცი
მემკვიდრეალექსანდრე ოვანისიან–ხატისიანცი

დაბადებული1858
სოფელი ჩაილური, სიღნაღის მაზრა
გარდაცვლილი14 ივლისი, 1910 (52 წლის)
თბილისი
ეროვნებაქართველი
რელიგიამართლმადიდებელი

ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი (დ. 1858, სოფ. ჩაილური, სიღნაღის მაზრა — გ. 14 ივლისი, 1910, თბილისი) — ქალაქ ტფილისის თავი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი და შევიდა სამთო ინსტიტუტში, მაგრამ კურსი ვერ დაასრულა, დაბრუნდა სამშობლოში. ერთხანს მუშაობდა საადგილმამულო ბანკში, შემდეგ დეპუტატთა, საკრებულოს მდივანი იყო. 80-იან წლებიდან თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“.

1898 წელს ვასილ ჩერქეზიშვილი აირჩიეს თბილისის ქალაქის მმართველობის წევრად, შემდეგ ქალაქის მოურავის (თავის) მოადგილედ, ხოლო 1907 წელს ქალაქის მოურავად (თავად).

მეოცე საუკუნის დამდეგი აღინიშნა რთული კოლიზიებით: რევოლუციური ტალღის აბობოქრება კავკასიაში და, კერძოდ თბილისში, დაერთო სომეხ-თათართა შეტაკებები. ამ რთულ ვითარებაში მოუწია ვ. ჩერქეზიშვილს მოღვაწეობა, მაგრამ თავისი პიროვნული ნიჭისა და ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი მოთმინებითა და გამჭრიახობით თავიდან ააცილა ქალაქს ძმათა სისხლისღვრა. ამასთანავე ისიც უნდა ღინიშნოს, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეემატა ახალი რაიონები, აშენდა საცხოვრებელი სახლები, მოიკირწყლა ქუჩები, გაიხსნა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, აფთიაქები, საავადმყოფოები და სხვა.

სახელოვანი მამულიშვილი გულწრფელად დაიტირა მთელმა თბილისმა. იმდროინდელი გაზეთების ცნობით, ქალაქის თავის მოადგილეს ა ხატისოვს სამგლოვიარო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გული წასვლია და ძლივს მოუბრუნებიათ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 379, თბ., 1994