ჩერქეზთა გენოციდის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერქეზები ომის ბოლოს

ჩერქეზთა გენოციდის დღე, ასევე კავკასიის ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ — აღინიშნება ყოველი წლის 21 მაისს.

ჩერქეზებთან რუსეთის იმპერიის ომი 1864 წელს 21 მაისს სოჭის მახლობლად დაასრულა, სადაც რუსეთის იმპერიამ დაამარცხა უბიხები. რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად 21 მაისს გენერალმა გრაბბემ მოაწყო სამხედრო აღლუმი იმ ადგილას, რომელსაც დღეს კრასნაია-პოლიანა ეწოდება.

საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო დადგენილება, რომლითაც გენოციდის აქტად აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის „მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“. გადაწყვეტილებით, რომელიც 95 ხმით ერთხმად იქნა მიღებული, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიმ. ჯანაშია, შრომები.
  • Дроздов И. Последняя борьба с горцами на Западном Кавказе // Кавказский сборник.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]