ჩერსკის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩერსკის ქედი — ქედი რუსეთის ფედერაციის იმიერბაიკალეთის მხარეში. გადაჭიმულია მდინარე ოლენგუის სათავიდან მდინარე ოლიოკმამდე 400 კილომეტრზე. ქალაქ ჩიტასთან კვეთს მდინარე ინგოდა. სიმაღლე 1400-1500 მ-მდე. აგებულია გრანიტებით, ალაგ-ალაგ ეფუზივებითა და დანალექი ქანებით, კალთები და მწვერვალები შემოსილია ფიჭვნარითა და ლარიქსის ტყით. ჩრდილოეთის კალთის ღრმა ხეობებში ნაძვის, სოჭისა და კედრის ტაიგაა. სახელი ეწოდა ციმბირის მკვლევარის ივანე ჩერსკის პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]